გარე დაკვირვება

                                                                                                    გაკვეთილის  გეგმა      N 1
 მასწავლებლის სახელი , გვარი  : ეთერ ლომსაძე  პირადი ნომერი : ???????????საგანი :  ისტორია
სწავლებლის საფეხური /კლასი : საშუალო/ მეათე
მოსწავლეთა  რაოდენობა : 1
გაკვეთილის თემა : ჩინგიზ ყაენი
გაკვეთილის მიზანი :  ისტორიული წყაროების ანალიზის საფუძველზე  მოსწავლე გაეცნოს განსხვავებულ თვალსაზრისებს ჩინგიზ ყაენის პიროვნების შესახებ, შეძლოს მსჯელობა მისი მოღვაწეობის პოზიტიურ და ნეგატიურ ფაქტორებზე და შეაფასოს მისი როლი ისტორიაში. ხელი შეეწყოს ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას. გაკვეთილის  თემისა  და  მიზნის  შესაბამისობა  ეროვნული  სასწავლო  გეგმის  მოთხოვნებთან : გაკვეთილის თემა და მიზანი შესაბამისობაშია ეროვნულ სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან და თანხვედრაშია თემატურ- კალენდარულ გეგმასთან.
მეათე კლასში ისტორიის შესავლის მიზანია,  გამოუმუშაოს მოსწავლეს ისტორიის ცოდნა, ხელი შეუწყოს პატრიოტ და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებაში. მოსწავლემ შეძლოს დროსა და სივრცეში ორიენტაცია, ისტორიული ინტერპრეტაცია, წყაროების შედარება და კრიტიკული ანალიზი, ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება, პრობლემის გააზრება და კავშირების დადგენა.ისტ.X.4.  მოსწავლეს შეუძლია  გააანალიზოს და შეაფასოს ისტორიული მოვლენის განსხვავებული ინტერპრეტაციები.
ისტ.X.6.  მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს პირველადი და მეორადი წყაროები.
   
N
აქტივობის მიზანი / აღწერა
გამოყენებული მეთოდი / მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა / ფორმები
სასწავლო რესურსები
  დრო (წთ)
    1.        
     აქტივობის მიზანი: საორგანიზაციო საკითხების   მოგვარება და კლასში პოზიტიური გარემოს შექმნა
      აქტივობის აღწერა: მასწავლებელი ესალმება მოსწავლეს და ცდილობს შეუქმნას პოზიტიური გარემო და  უსახავს წარმატებულ და სასურველ მოლოდინს, აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს და ახსენებს ქცევის წესებს.




       ვერბალური


    ინდივიდუალური


     საკლასო ჟურნალი, კალამი.


    1 წთ.
2.     აქტივობის მიზანი:
      მოსწავლის  მიერ    გაკვეთილის  თემის ამოცნობა და  მიზნის განსაზღვრა, შეფასების კრიტერიუმების გაცნობა. მოტივირება. წინარე ცოდნის აქტივაცია.
      აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეს აჩვენებს სლაიდებს  ჩინგიზ ყაენის გამოსახულებით მთაზე ულან ბატორის მახლობლად და თანამედროვე მონღოლურ კუპიურას   და მოსწავლემ უნდა ამოიცნოს მასზე ჩინგიზ ყაენი. 
გაკვეთილის თემისა და მიზნის ამოცნობის შემდეგ, მასწავლებელი მოსწავლეს  უკონკრეტებს გაკვეთილის თემასა და მიზანს. აცნობს შეფასების რუბრიკას.
      წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით, კი სთხოვს გამოთქვას ვარაუდი, თუ რატომ გამოსახეს  ჩინგიზ ყაენი მთაზე ულან ბატორთან ახლოს და მონღოლეთის  რესპუბლიკის ფულის ერთეულზე?  გაიხსენოს, რა კავშირი აქვს ჩინგიზ ყაენს  საქართველოსთან?  რომელი ქართველი ისტორიკოსი მოგვითხრობს ჩინგიზ ყაენისა და ზოგადად, მონღოლების შესახებ? აგრეთვე, რომელი  საუკუნის ამბებს მოგვითხრობს ჟამთააღმწერელი? პასუხების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი  მოსწავლეს აძლევს განმავითარებელ კომენტარს.

        ვერბლური





     თვალსაჩინოების მეთოდი

       ინდივიდუალური
     კომპიუტერი, პროექტორი, ფლიპჩარტი, რომელზეც დატანილია გაკვეთილის თემა და მიზნი,   შეფასების რუბრიკა, ქცევის წესები. მოსწავლის ინფორმირებისა და მოტივაციისათვის                                                                
     პროექტორის საშუალებით მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეს გაკვეთილის თემას, მიზანს და სლაიდებს  ჩინგიზ ყაენის გამოსახულებით.



      5 წთ
     3.
      მიზანი: მონღოლთა       სახელმწიფოს შექმნისა და მისი დაპყრობითი ომების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
      აღწერა: მასწავლებელი ინტერაქციული სლაიდ შოუს დახმარებით  მოსწავლეს აწვდის ინფორმაციას მონღოლთა სახელმწიფოს შექმნისა და მისი დაპყრობითი ომების შესახებ. იყენებს საქართველოსა და მსოფლიოს რუკებს.
     ინტერაქციული   მინილექცია
     მოსწავლე
    ინტერაქციული სლაიდ- შოუ პპტ ფორმატში. XIII ს. საქართველოსა და მსოფლიოს რუკა.
      ახალი მასალის შესახებ ინფორმაციის მისაღებად  და გაგება-გააზრებისთვის.



      6 წთ.
4.           
     მიზანი:  წყაროების შედარება და კრიტიკული ანალიზი
      აღწერა: მასწავლებელი აძლევს  ფლიპ ჩარტს წყროს ავტორის ვინაობის დასადგენი ცხრილით. მოსწავლე აანალიზებს სახელმძღვანელოში მოცემულ წყაროებს პასუხობს კითხვებზე და შესაბამისად, მსჯელობს ჩინგიზ ყაენის პიროვნების შესახებ. აგრეთვე, აანალიზებს თუ რატომაა ასეთი განსხვავებული შეფასებები. მოსწავლე მსჯელობს არგუმენტირებულად. მასწავლებელი უსვამს
     სავარაუდო   კითხვებს: როგორ ახასიათებს მარკო პოლო,   ჯუვეინი, იბნ ალ-ასირი და რევაზ კიკნაძე ჩინგიზ ყაენს და მონღოლებს?  რატომ ახასიათებს ნაპოლეონი დადებითად ჩინგიზ ყაენს? რატომაა ასეთი მკვეთრად განსხვავებული შეფასებები? ადგენს წყაროს ავტორი სუბიექტურია თუ ობიექტური? მოსწავლე ავსებს წყაროს ავტორის დადგენის ცხრილს. ცხრილში წყაროს ავტორის გრაფაის გასწვრივ  სვამს ,,+“ და ,,-‘’ ნიშნებს იმისდა მიხედვით,  დადებითად აფასებს თუ უარყოფითად წყაროს ავტორი მონღოლებსა და ჩინგიზ ყაენს. შევსილ ფლიპ ჩარტს  კი განათავსებს დაფაზე.
       აქტივობის ბოლოს
     მასწავლებელი აძლევს განმავითარებელ კომენტარს.
     მუშაობა წყაროებზე






       კოგნიტური სქემის შევსება
     ინდივიდუალური

     დამოუკიდებლად      
      წყაროები შესადარებლად და გასაანალიზებლად სახელმძღვანელოდან.  ფერადი თაბახის ფურცლები, კალამი.

    ,,ისტორიის შესავალი“, გამომცემლობა ,,დიოგენე“ ნ.ახმეტელი,ნ.ფირცხალავა.
     წყაროს ავტორი
     წყაროს ტიპი
    პერიოდი
     მოვლენა
    ძირითადი ასპექტები
    ნაცნობი              ინფორმაცია
    საეჭვო ინფორმაცია
    დაუკავშირე ნასწავლ მასალას




     მარკო პოლო


     ჯუვეინი

    იბნ ალ ასირი

       ნაპოლეონი

     რევაზ კიკნაძე



     12 წთ.
     5.                             
      მიზანი: ჩინგიზ    ყაენის პიროვნების შეფასება.
      აღწერა:
     წყაროების გააანალიზებისა და ავტორის ვინაობის ცხრილზე მუშაობის დასრულების შემდეგ მასწავლებელი აძლევს ფლიპ ჩარტზე შესასრულებელ დავალებას: მოსწავლემ უნდა შეავსოს კოგნიტური სქემა ჩინგიზ ყაენის მოღვაწეობის პოზიტიური და ნეგატიური მხარის შესახებ. მოსწავლე აკეთებს დასკვნებს თუ რა იყო მისი იმპერიის არსებობის  პოზიტიური და ნეგატიური შედეგები. მოსწავლე ახდენს ნამუშევრის პრეზენტირებას.
მასწავლებელი აქტივობის ბოლოს მოსწავლეს ეუბნება: წარმოიდგინე რომ ცხოვრობ XIII საუკუნის საქართველოში, როგორ შეაფასებდი ჩინგიზ ყაენს და რატომ? ამის შემდეგ მასწავლებელი უბრუნდება გაკვეთილის დასაწყისში დასმულ კითხვას: რატომაა გამოსახული ჩინგიზ ყაენი ულან ბატორის მახლობლად მთაზე და მონღოლური ფულის ტუგრიკის კუპიურაზე? და თხოვს მოსწავლეს გამოთქვას აზრი გამართლდა თუ არა მისი ვარაუდი?



       მუშაობა   წყაროზე










    კოგნიტური სქემის შევსება                      




       პრეზენტაცია










    ინდივიდუალური
                                                                              








                                          
დამოუკიდებლად
      კოგნიტური სქემა ფლიტ ჩარტზე, მარკერი, დაფა.

 ჩინგიზ ყაენის პოზიტიური მხარე

ჩინგიზ ყაენის ნეგატიური მხარე
 







ჩინგიზ ყაენის იმპერიის არსებობის პოზიტიური შედეგები

ჩინგიზ ყაენის იმპერიის არსებობის  ნეგატიური შედეგები












 კოგნიტური სქემა  მოსწავლეს  დაეხმარება შეაფასოს ჩინგიზ ყაენის პიროვნება და გააანალიზოს მისი იმპერიის არსებობის  პოზიტიური და ნეგატიური შედეგები.









 12 წთ.















5 წთ.










6.
 მიზანი: შეჯამება/შეფასება

აღწერა:  მასწავლებელი მოსწავლესთან ერთად აჯამებს გაკვეთილს და აძლევს განმავითარებელ შეფასებას. მოსწავლე ავსებს შეფასების ბარათს.
ვერბალური





მოსწავლე
შეფასების რუბრიკა,
თვითშეფასების ბარათი
4წთ.

 გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები :
  • ადარებს ორ წყაროს, რომლებიც კონკრეტულ ისტორიულ მოვლენაზე გვაწვდის განსხვავებულ ინფორმაციას, ან გვაძლევს ისტორიული მოვლენის ან პიროვნების განსხვავებულ შეფასებას (მაგ.: იუსტინიანე კეისრის შეფასებას პროკოფი კესარიელის ოფიციალური და საიდუმლო ისტორიის მიხედვით ან ლაშა-გიორგის შეფასება ლაშას დროინდელი მემატიანისა და ჟამთააღმწერლის  თხზულების მიხედვით); მსჯელობს იმ  ფაქტორებზე, რომლებმაც განაპირობა კონკრეტული მოვლენის განსხვავებული ინტერპრეტაციების არსებობა;
  • ადარებს კონკრეტულ ისტორიულ მოვლენაზე (პიროვნებაზე) არსებულ ორი (ან სამი) ისტორიკოსის განსხვავებულ თვალსაზრისს, კრიტიკულად აფასებს მას და აყალიბებს საკუთარ შეხედულებას ამ ისტორიული მოვლენის (პიროვნების) შესახებ;
  • გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას ისტორიული წყაროს ავტორის შესახებ და კრიტიკულად აფასებს, თუ რამდენად სანდოა იგი (მაგ.: იკვლევს იყო თუ არა ავტორი მოვლენის თვითმხილველი, რა წყაროებით სარგებლობდა იგი; მოქმედებდა თუ არა ცენზურა წყაროს ავტორზე);
    შეფასება:
კრიტერიუმები
    სუსტი
           დამაკმაყოფილებელი
      კარგი
თემის გააზრება
ვერ ახერხებს საკითხის გააზრებას.
ნაწილობრივ ახერხებს საკითხის გააზრებას
იაზრებს თემას
ერთმანეთისგან განასხვავებს ისტორიულ პირებს
ვერ ანსხვავებს ისტორიულ პირებს
უჭირს ერთმანეთისაგან განასხვაოს ისტორიული პირები
ანსხვავებს ერთმანეთისაგან ისტორიულ პირებს
კრიტიკული აზროვნება
მოსწავლის მსჯელობა არ არის დამაჯერებელი, ვერ გამოაქვს დასკვნები
მოსწავლე მთლიანობაში მსჯელობს დამაჯერებლად, თუმცა ცალკეულ შემთხვევაში მისი არგუმენტები არადამაჯერებელია. ზოგჯერ უჭირს საკუთარი მოსაზრების ჩამოყალიბება და დასკვნების გაკეთება.
მოსწავლე მსჯელობს დამაჯერებლად, მისი არგუმენტები გამყარებულია შესაფერისი მაგალითებით. გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს და გამოაქვს დასკვნები.
ანალიტიკური აზროვნება
მოსწავლე ვერ ავლენს ანალიზის უნარს და ვერ პოულობს მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს.
მოსწავლე ნაწილობრივ ავლენს ანალიზის უნარს და უჭირს მოვლენებს შორის მიზეზ- შედეგობრივი კავშირის პოვნა.
მოსწავლე მკაფიოდ ავლენს ანალიზის უნარს და პოულობს მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს.
მოვლენების/ პიროვნებისშეფასება
ვერ აფასებს მოვლენას/პიროვნებას
უჭირს  მოვლენის/პიროვნების  შეფასება
აფასებს მოვლენას და პიროვნებას ნეგატიური და პოზიტიური ფაქტორების მიხედვით.
მოსწავლის თვითშეფასების ბარათი:     რა გავიგე გაკვეთილზე ახალი, რაც აქამდე ჩემთვის უცნობი იყო?-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------     რაზე მინდა შემდგომში მეტი გავიგო?----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------     რა გამიჭირდა ყველაზე მეტად?-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------    სამომავლოდ რაში გამოვიყენებ დღეს მიღებულ ცოდნას?------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

         ხელმოწერა :          / ეთერ ლომსაძე/


           თარიღი :   1. 05. 2019წელი           

No comments:

Post a Comment