სილაბუსი

 სასწავლო კურსი-  ჩვენი საქართველო
სასწავლო კურსის ხანგრძლივობა- 2 წელი -საათების რაოდენობა კვირაში V კლასში- 3 საათი, VIკლასში-3 საათი
საფეხური- დაწყებითი- V-VI კლასები
მასწავლებელი- ეთერ ლომსაძე

ორი წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მიმართულებების მიხედვით:

დრო და სივრცე

სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა
გარემო და ეკონომიკა
ადამიანი და საზოგადოება
კულტურა და რელიგია

აზ. მეც.V-VI. 1. მოსწავლეს შეუძლია რუკების კითხვა და გამოყენება.  
აზ. მეც.V-VI.6. მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში საქართველოში არსებული  მმართველობის ფორმები.
აზ. მეც.V-VI.10. მოსწავლეს შეუძლია  ჩამოთვლოს საქრთველოს მოსახლეობის მახასიათებლები.
აზ. მეც.V-VI.15. მოსწავლეს შეუძლია  ამოიცნოს სხვადასხვა ნიშანი და  პირობა, რომლის მიხედვითაც  ადამიანი ამა თუ იმ საზოგადოებას მიაკუთვნებს თავს.
აზ.მეც.V-VI.20. მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს საქართველოში არსებული რელიგიები.
აზ. მეც.V-VI. 2.         მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს და შექმნას ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა  საშუალება (ცხრილი, გრაფიკი, ფოტო, სქემა, ჩანახატი).
აზ. მეც.V-VI.7. მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს  საქართველოს ისტორიის გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც ქვეყნის მმართ-
ვე­­ლობაში  მონა-წილეობდნენ.
აზ. მეც.V-VI.11. მოსწავლეს შეუძლია  დააკავშირს საქართველოს გეოგრაფიულ ობიექტებ დასახლებების ტიპებთან.
აზ. მეც.V-VI.16. მოსწავლეს შეუძლია  შეადაროს სხვადასხვა საზოგადოებa მათთვის დამახასიათებელი  ნიშან-თვისებებისა და წესების მიხედვით.
აზ. მეც.V-VI.21.  მოსწავლეს შეუძლია  განასხვავოს კულტურის სხვადასხვა კომპონენტები და განიხილოს მათი ურთიერთკავშირი.
აზ. მეც.V-VI. 3. მოსწავლეს შეუძლია  შეადგს სქემატურ რუკები.
აზ. მეც.V-VI.8. მოსწავლეს შეუძლია  იმსჯელოს პიროვნებებისა და სხვადასხვა სოციალური ფენის როლზე საქართველოს ისტორიაში.
აზ. მეც.V-VI.12. მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს მხარე ბუნებრივი რესურსების მიხედვით და იმსჯელოს მათ მნიშვნელობაზე.
აზ. მეც.V-VI.17. მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და თანასწორობის დაცვა სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში.
აზ.მეც.V-VI.22.  მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს საქართველოს მოსახლეობის კულტურათა მსგავსება-განსხვავებების გამოვლინებები და განიხილოს შესაბამისი მიზეზები.

აზ. მეც.V-VI.4. მოსწავლეს შეუძლია  განმარტოს და გამოიყენოს ქრონოლოგი-ური  ერთეულე- (წელიწადი, საუკუნე, ათასწლეული) და წელთაღრიცხვის სისტემა (ძველი და ახალი ერა).
აზ. მეც.V-VI.9. მოსწავლეს შეუძლია  შეადაროს ომისა და მშვიდობის შედეგები მოსახლეობისა-თვის საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდში.
აზ. მეც.V-VI.13. მოსწავლეს შეუძლია  მსჯელობ ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მრავალმხრივ გამოყენებაზე.
აზ.მეც.V-VI.18. მოსწავლეს შეუძლია  განასხვავოს ბავშვის უფლება-მოვალეობები   სხვადასხვა საზოგადოებაში.
აზ.მეც.V-VI.23. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს მოგზაურობებისა და ვაჭრობის მნიშვნელობაზე. 
აზ. მეც.V-VI.5. მოსწავლეს შეუძლია  დააკავშირს ისტორიულ ფაქტები შესაბამის  ეპოქებთან.

აზ. მეც.V-VI.14. მოსწავლეს შეუძლია  მსჯელობ კომუნიკაციების განვითარებაზე უძველესი  დროიდან დღემდე.
აზ.მეც.V-VI.19. მოსწავლეს შეუძლია  დააკავშიროს კანონიერება და მშვიდობიანი თანაარსებობა.



ორი წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მათი ინდიკატორები

მიმართულება: დრო და სივრცე 

აზ. მეც.V-VI. 1. მოსწავლეს შეუძლია რუკების კითხვა და გამოყენება.  

     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·   ამჟღავნებს  რუკების ლეგენდის ცოდნას;
·   ამოიცნობს საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებს და მსხვილ გეოგრაფიულ ობიექტებს;
·   იყენებს პოლიტიკურ რუკას/ატლასს და ამოიცნობს საქართველოს მხარეებსა და  სამხარეო ცენტრებს;
·   რუკების დახმარებით განიხილავს საქართველოს საზღვრების ცვლილებს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში;
·   უჩვენებს გზებს, რომლებითაც საქართველო გარე სამყაროს უკავშირდება (მაგ. შავი ზღვის საშუალებით);
·   კოორდინატების საშუალებით განაზღვრავს და მოიძიებს გეოგრაფიულ ობიექტებს რუკაზე;
·   არჩევს და იყენებს საჭირო ინფორმაციას თემატური რუკებიდან.



აზ. მეც.V-VI. 2.  მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს და შექმნას ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა  საშუალება (ცხრილი, გრაფიკი, ფოტო, სქემა, ჩანახატი).

     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        კითხულობს და იყენებს გრაფიკებსა და ცხრილებში მოცემულ ინფორმაციას;
·        ადარებს სხვადასხვა საშუალებით გადმოცემულ ინფორმაციას რაიმე ნიშნით (მაგ. წლების, ან    ფართობის მიხედვით);
·        ახდენს სხვადასხვა საშუალებებიდან მოპოვებული ინფორმაციის კლასიფიცირებას;
·        ერთი ტიპის  საშუალებით  მოცემულ ინფორმაციას აჯგუფებს ერთი ან ორი ნიშნის მიხედვით;
·        ისტორიულ ან გეოგრაფიულ ინფორმაციას წარმოადგენს სხვადასხვა საშუალებით.


აზ. მეც.V-VI. 3. მოსწავლეს შეუძლია  შეადგს სქემატურ რუკები.

     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        ავსებს საქართველოს კონტურულ რუკებს (რელიეფის ფორმები, ჰიდროგრაფიული ობიექტები, მხარეები და დასახლებები, ხუროთმოძღვრული ძეგლები);
·        ადგილზე ატარებს მარტივ აზომვებს  და აღნიშნავს ობიექტებს ადგილის გეგმაზე;
·        მშობლიური მხარის რუკის შედგენისას მასზე ასახავს აუცილებელ ელემენტებს - სათაური, ლეგენდა, სიმბოლოები, ჰორიზონტის მხარეები.


აზ. მეც.V-VI.4. მოსწავლეს შეუძლია  განმარტოს და გამოიყენოს ქრონოლოგიურერთეულებ (წელიწადი, საუკუნე, ათასწლეული) და წელთაღრიცხვის სისტემა (ძველი და ახალი ერა).

     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       უფარდებს დროის ერთეულებს ერთმანეთს (მაგ. ათასწლეული - 10   საუკუნე; საუკუნე - 100 წელი და ა. შ.);
·       იყენებს ტერმინებს - ძველი ერა/ახალი ერა, ჩვენ წელთაღრიცხვამდე/ჩვენი წელთაღრიცხვით, ძველი წელთაღრიცხვით/ ახალი წელთაღრიცხვით, ქრისტეშობამდე/ქრისტეშობიდან;
·       დროის ხაზზე (სკალაზე) აღნიშნავს კონკრეტულ ისტორიულ თარიღებს ან ისტორიულ პერიოდებს. 


აზ. მეც.V-VI.5. მოსწავლეს  შეუძლია  დააკავშირს ისტორიულ ფაქტები შესაბამის  ეპოქებთან.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ასახელებს მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტებს;
·         ასახელებს საუკუნესა და ათასწლეულს, რომელსაც  კონკრეტული  თარიღი მიეკუთვნება;
·      განასხვავებს კონკრეტულ ისტორიულ მოვლენას პრინციპით - ადრე და გვიან; მაგ.:




მიმართულება: სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა

აზ. მეც.V-VI.6. მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში საქართველოში არსებული  მმართველობის ფორმები.

    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        ჩამოთვლის სხვადასხვა ტიპის მმართველობის სისტემის ძირითად მახასიათებლებს, მათ აღმნიშვნელ ტერმინებს და მართებულად იყენებს მათ;
·       ადარებს ერთმანეთს მმართველობისხვადასხვა ფორმას.


აზ. მეც.V-VI.7. მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს  საქართველოს ისტორიის გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობდნენ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        ჩამოთვლის სხვადასხვა დროს მოღვაწე ისტორიულ პირებს. განსაზღვრავს მათ როლს მმართველობით სტრუქტურებში;
·       განასხვავებს ერთმანეთისაგან მმართველებს ეპოქების  მიხედვით ;
·       ჩამოთვლის და ახასიათებს მმართველობაში მონაწილე ისტორიულ პირთა მიერ გატარებულ სახელმწიფო ღონისძიებებს. გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას მათ შედეგებზე;
·        დროის სკალაზე აღნიშნავს, მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან ოთხ (ან ხუთ) ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეს  უძველესი დროიდან დღემდე და ახასიათებს მათ.


აზ. მეც.V-VI.8. მოსწავლეს შეუძლია  იმსჯელოს პიროვნებებისა და სხვადასხვა სოციალური ფენის როლზე საქართველოს ისტორიაში.

      შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        ირჩევს წარსულის  საზოგადოების ერთ-ერთ სოციალურ ფენას და  აღწერს ამ ფენის წარმომადგენლის ყოველდღიურ ცხოვრებას (მაგ. გლეხი, აზნაური, ვაჭარი, ხელოსანი, მეცნიერი და ა.შ.);
·        ეპოქის შესაბამისად ასახელებს გამოჩენილ პიროვნებს, განსაზღვრავს მის სოციალურ სტატუსს (მაგ: მეფე, ვაჭარი, ხელოსანი, ბანკირი, მიწათმფლობელი, პრეზიდენტი, მეცნიერი და ა.შ.).


აზ. მეც.V-VI.9. მოსწავლეს შეუძლია  შეადაროს ომისა და მშვიდობის შედეგები მოსახლეობისათვის საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდში.

     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        ჩამოთვლის ომის სახეობებს (თავდაცვითი, დამპყრობლური), ახასიათებს მათ შედეგებს;
·        ასახელებს მშვიდობიანი ხერხებით მიღებულ გადაწყვეტილებებს საქართველოს ისტორიაში, აღნიშნავს  მის დადებით და უარყოფით შედეგებს;
·        კონტურულ რუკაზე დაიტანს საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდის ბრძოლების ადგილებ(მაგ. დიდგორის, ბასიანის, გარნისის, კრწანისის და ა.შ.);
·        ადარებს სხვადასხვა ისტორიული ეპოქი  საქართველოში ომის წარმოების წესებს (დამოკიდებულება ტყვეთა, დაჭრილთა და დაღუპულთა მიმართ. მსჯელობს წესებისა და კანონების დაცვის აუცილებლობაზე ომის დროს)
·        მოიპოვებს ინფორმაციას ბუნებაში ომით გამწვეულ ეკოლოგიურ ცვლილებებზე (წყალი, ჰაერი, ნიადაგი, ტყე); ცვლილებების შედეგებს წარმოადგენს ცხრილის ან ნახატის (პლაკატის) სახით.


მიმართულება: გარემო და ეკონომიკა

აზ. მეც.V-VI. 10. მოსწავლეს შეუძლია  ჩამოთვლოს საქრთველოს მოსახლეობის მახასიათებლები.

     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·     ადგენს კავშირს ბუნებრივ მატებას, შობადობასა და მოკვდაობას შორის;
·      კლასის ან ლოკალური გარემოს მონაცემების მიხედვით ახასიათებს საქართველოს მოსახლეობის სქესობრივ და ასაკობრივ სტრუქტურს;
·      ასახელებს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს;
·      რუკის დახმარებით აღწერს საქართველოს მოსახლეობის ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნება;
·      გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას მიგრაციის შესაძლო მიზეზებზე და მოჰყავს შესაბამისი  მაგალითები (მაგ. ბუნებრივი პირობები, ეკოლოგია, ომები);
·      ჩამოთვლის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განვითარებულ მეურნეობის ტიპებს.


აზ. მეც.V-VI.11. მოსწავლეს შეუძლია  დააკავშირს საქართველოს გეოგრაფიულ ობიექტებ დასახლებების ტიპებთან.

     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        ფოტოსურათის ან რუკის გამოყენებით აღწერს სხვადასხვა ტერიტორიისთვის დამახასიათებელ პეიზაჟს (მაგ. მთები, ტყეები, და სხვა);
·        ასხვავებს საქართველოში გავრცელებულ საცხოვრებელი სახლების ტიპებს;
·        უკავშირებს სახლების არქიტექტურას გეოგრაფიულ გარემოს;
·        ასხვავებს სხვადასხვა ტიპის დასახლებებს და მსჯელობს კონკრეტულ გეოგრაფიულ გარემოში მათი გაჩენის მიზეზებზე (მაგ. რატომ აარსებენ ქალაქებს მდინარეების ნაპირებზე, რატომ გვხვდება ძველი ნასახლარები მიუვალ ადგილებში);
·        საქართველოს კონტურულ რუკაზე დაიტანს სხვადასხვა ტიპის დასახლებებს (ქალაქი, დაბა, სოფელი);
·        ასახელებს სხვადასხვა დასახლების ფუნქციონირებისთვის აუცილებელ პირობებს, მსჯელობს მათ მნიშვნელობაზე;
·        ერთმანეთს ადარებს საკუთარი და სხვა დასახლებულ პუნქტ ბუნებრი პირობებს.


აზ. მეც.V-VI.12. მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს მხარე ბუნებრივი რესურსების მიხედვით და იმსჯელოს მათ მნიშვნელობაზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ადარებს სხვადასხვა გეოგრაფიულ გარემოში არსებულ ორ სამოსახლოს და ადგენს მათ შორის განსხვავებას (მასალა, არქიტექტურა);
·      ადგენს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოპოვებულ ბუნებრივ რესურსებ ნუსხას;
·      ადგენს ბუნებრივი რესურსების ნუსხას, რომლებც გამოიყენებ მის ქალაქსა თუ სოფელში და დაიტანს მათ კონტურულ რუკაზე;
·      ირჩევს რომელიმე ბუნებრივ რესურსს და მსჯელობს მის მნიშვნელობაზე  რეგიონის განვითარებისთვის;
·      ბუნებრივ რესურსებს აკავშირებს ქვეყნის (რეგიონის) სამეურნეო საქმიანობასთან.


აზ. მეც.V-VI.13. მოსწავლეს შეუძლია  მსჯელობ ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მრავალმხრივ გამოყენებაზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       აჯგუფებს ერთი მასალისგან დამზადებულ ნივთებს (მაგ., თიხისგან მზადდება ქოთანიც და აგურიც);
·       გამოსახავს რესურსების სახეცვლილებას მოპოვებიდან მოხმარებამდე (მაგ. ხორბალი-ფქვილი-პურ-ფუნთუშეულობა);
·       მსჯელობს საქართველოს/მისი რომელიმე რეგიონის ზედაპირული წყლების მრავალფეროვნებაზე, მათ მნიშვნელობაზე. მსჯელობის შედეგებს წარმოადგენს მისთვის სასურველი ფორმით;
·        მსჯელობს წყლის რესურსი რაციონალურ გამოყენებაზე და დაბინძურების თავიდან აცილების გზებზე;
·       ასახელებს ტყის გამოყენების განსხვავებულ სახეებს;
·       გამოყოფს ტყით სარგებლობის გარემოსათვის უსაფრთხო ფორმებს;
·        ადგენს მოხმარების საგნებს, რომელთა მეორადი გადამუშავებაა შესაძლებელი.


აზ. მეც.V-VI.14. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობ კომუნიკაციების განვითარებაზე უძველესი  დროიდან დღემდე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·     ერკვევა, თუ რა დადებითი ცვლილებები მოუტანა დამწერლობის შექმნამ კაცობრიობას;
·     აჯგუფებს ბეჭდვის, კომპიუტერის ან სხვა თანამედროვე ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოგონების შედეგებს;
·     დროის სკალაზე აღნიშნავს ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობის გამოგონებას და მის განვითარებას;
·     ჩამოთვლის ტრანსპორტის საშუალებებს. მსჯელობს მათ დანიშნულებაზე სხვადასხვა გარემოში,  მოყავს მაგალითები.


მიმართულება: ადამიანი და საზოგადოება

აზ. მეც.V-VI.15. მოსწავლეს შეუძლია  ამოიცნოს სხვადასხვა ნიშანი და  პირობა, რომლის მიხედვითაც  ადამიანი ამა თუ იმ საზოგადოებას მიაკუთვნებს თავს. 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        ასახელებს საზოგადოებებს, რომელთა  წევრადაც მიაჩნია საკუთარი თავი (მაგ.: ოჯახი, კლასი, საგვარეულო, სკოლა, სამეგობრო, მოცეკვავეთა ანსამბლი და სხვა);
·        განასხვავებს საკუთარი თავის სხვადასხვა საზოგადოებისადმი მიკუთვნების პირობებს (მაგ.: ასაკი, სისხლით ნათესავობა, სქესი, სამეტყველო ენა, საცხოვრებელი და ა.შ.)
·        ჩამოთვლის რომელიმე სოციალური ჯგუფისა  თუ საზოგადოების წევრების საერთო ნიშან-თვისებებს (მაგ.: ნათესაობა, გარეგნობა, ხასიათი, ინტერესი, უნარი, თანაგრძნობა, ასაკი, სიყვარული, მშობლიური ენა, გემოვნება და ა.შ.);
·        მსგავსი ნიშან-თვისებებისა და პირობების გამოყოფით ამყარებს კავშირს იმ საზოგადოებებს შორის, რომელთა წევრადაც მიიჩნევს საკუთარ თავს;
·        მსჯელობს ადამიანების მრავალფეროვნების, მათი განმასხვავებელი და საერთო ნიშან-თვისებების შესახებ;
·        ასახელებს და აღწერს მიზეზებს, რის გამოც პატივს სცემს იმ საზოგადოების წევრებს, რომელსაც თვითონ მიეკუთვნება;
·        საუბრობს ადამიანის აღმშენებლობით და დამანგრეველ შესაძლებლობებზე. ამჩნევს პირველის უპირატესობას  და თავს მიაკუთვნებს აღმშენებელთა ერთობას.


აზ. მეც.V-VI.16. მოსწავლეს შეუძლია  შეადაროს სხვადასხვა საზოგადოება მათთვის დამახასიათებელი  ნიშან-თვისებებისა და წესების მიხედვით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      აღწერს ძირითადი საზოგადოებებისათვის დამახასიათებელ თვისებებსა და წესებს (მაგ.: ოჯახი, სკოლა, მშობლიური დასახლება, მშობლიური ისტორიული მხარე);
·      აღწერს იმ საზოგადოებათა მსგავს თავისებურებებს, რომლებიც მნიშვნელოვანია თანაკლასელებისათვის;
·      ადარებს ერთი ტიპის საზოგადოების (მაგ.: ოჯახი, სამეზობლო, უბანი)  თავისებურებებს  საქართველოს სხვადასხვა მხარეში;
·      მშობლიური მხარის ან საქართველოს მაგალითზე ადარებს სხვადასხვა ტიპის საზოგადოების (მაგ.: ოჯახი, სამეზობლო, უბანი)  თავისებურებებს.


აზ. მეც.V-VI.17. მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და თანასწორობის დაცვა სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       საკუთარი სიტყვებით განმარტავს რას ნიშნავს ღირსება, თავისუფლება და თანასწორობა;
·       აკავშირებს ადამიანების მრავალფეროვნებას მათ უფლებებსა და თანასწორობთან;
·       მშობლიური მხარის ან ზოგადად საქართველოს მაგალითზე ადარებს ადამიანის  ღირსების, თავისუფლებისა და თანასწორობის  დაცვას.


აზ.მეც.V-VI.18. მოსწავლეს შეუძლია  განასხვავოს ბავშვის უფლება-მოვალეობები   სხვადასხვა საზოგადოებაში.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ახასიათებს თვითორგანიზების მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში;
·      ჯგუფური/გუნდური მუშაობისას განსაზღვრავს  საკუთარ პასუხისმგებლობა თანაკლასელების მიმართ;
·      განმარტავს საკუთარ  უფლება-მოვალეობებს სხვადასხვა საზოგადოებაში (მაგ.: ოჯახში, სკოლაში, სანათესავოში, სამეზობლოში და ა.შ.);
·      მსჯელობს ბავშვისა და ზრდასრულის უფლება-მოვალეობებს შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებზე.


აზ.მეც.V-VI.19. მოსწავლეს შეუძლია  დაკავშიროს კანონიერება და მშვიდობიანი თანაარსებობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        ავლენს  ზრდილობიანი და უსაფრთხო ქცევის წესების ცოდნას;
·        აღწერს  საგანგებო ვითარებაში საკუთარი ქცევის წესებს;
·       აღწერს, თუ რა საფრთხეს უქმნის საზოგადოებასა და პიროვნებას  კანონის დარღვევის დაუსჯელობა;
·        განასხვავებს საზოგადოებაში მიღებულ წესებს სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი  კანონებისგან;
·        განასხვავებს ადამიანების ქცევას, რომელთა მორალური და სამართლებრივი შეფასებები ერთმანეთს არ ემთხვევა;
·       ამოიცნობს ადამიანებს შორის კონფლიქტის ძირითად მიზეზებს;
·       მოჰყავს სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების ადამიანებს  შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების მაგალითები;
·       ასაბუთებს, თუ რატომ უნდა იცხოვრონ მშვიდობიანად და ღირსეულად სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების ადამიანებმა.


მიმართულება: კულტურა და რელიგია

აზ.მეც.V-VI.20. მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს საქართველოში არსებული რელიგიები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ასაკის შესაბამისად აცნობიერებს და მსჯელობს რელიგიის დანიშნულებასა და ადგილზე ადამიანის ცხოვრებაში;
·      რუკაზე მიუთითებს ქრისტიანობისა და სხვა მისთვის ცნობილი რელიგიების გავრცელების არეალებს თანამედროვე საქართველოში;
·      ადარებს საქართველოს სხვადასხვა მხარეებში არსებულ რელიგიებსა და მათთან დაკავშირებულ რიტუალებს/კულტურულ ტრადიციებს (მაგ.: ქორწილი, დაკრძალვა, ახალი წელი) ;
·      ესმის, რომ ყველა რელიგია ჰუმანური ფასეულობების მატარებელია.


აზ. მეც.V-VI.21.  მოსწავლეს შეუძლია  განასხვავოს კულტურის სხვადასხვა კომპონენტები და განიხილოს მათი ურთიერთკავშირი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        ჩამოთვლის კულტურის დარგებს ან კომპონენტებს და აღწერს მათ გამოვლინებებს;
·        საკუთარი სიტყვებით განმარტავს, თუ რას ნიშნავს კულტურული ადამიანი;
·        ახასიათებს ქართული კულტურის რომელიმე დარგს;
·        ასახელებს ხალხური კულტურის მისთვის ცნობილ ნიმუშებს, შეძლებისდაგვარად  გამოყოფს მათში კულტურული ტრადიციების ელემენტებს;
·        განასხვავებს ქართულ კულტურაზე დასავლური ან აღმოსავლური  კულტურის გავლენას (მაგ.: ჩაცმულობა, არქიტექტურა).


აზ.მეც.V-VI.22.  მოსწავლეს შეუძლია აღწეროს საქართველოს მოსახლეობის კულტურათა მსგავსება-განსხვავებების გამოვლინებები და განიხილოს შესაბამისი მიზეზები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·     აჯგუფებს საქართველოს სხვადასხვა მხარის (კუთხის) ხალხურ თქმულებებს, ლექსებსა და სიმღერებს;
·     აღწერს თავის მშობლიურ კუთხეში მდებარე ხუროთმოძღვრულ ძეგლს (ძეგლებს);
·     აღწერს საქართველოში მცხოვრები ეროვნებების საოჯახო თუ რელიგიურ დღესასწაულებს და ავლებს მათ შორის პარალელებს;
·     ადარებს საქართველოს ისტორიული მხარეებისათვის დამახასიათებელ  წეს-ჩვეულებებს (კულტურული მრავალფეროვნება).


აზ.მეც.V-VI.23. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს მოგზაურობებისა და ვაჭრობის მნიშვნელობაზე. 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        მსჯელობს მოგზაურობების შესაძლო შედეგებზე (მაგ,: გამოცდილების/ცოდნის გადატანა ერთი ქვეყნიდან მეორეში, ვაჭრობის განვითარება, კულტურის სხვადასხვა ელემენტების გავრცელება);
·        მსჯელობს უცხოელ მოგზაურებ მიერ საქართველოს შესახებ შეგროვილი ცნობების მნიშვნელობაზე ქვეყნის შესწავლისათვის;







პროგრამის შინაარსი

სავალდებულო შინაარსობრივ საკითხთა ჩამონათვალი V და VI კლასებისათვის
(ქვემოთ წარმოდგენილი საკითხები შეადგენს ამ კლასისათვის განკუთვნილი მთლიანი შინაარსის 80 %-ს)

დრო და სივრცე:
1.           საქართველოს მდებარეობა და საზღვრები/ მეზობლები და გარესამყარო
2.           საქართველოს სახმელეთო მეზობლები
3.           შავიზღვისპირა ქვეყნები
4.           არქეოლოგიური მემკვიდრეობა
5.           უცხოელების თვალით დანახული საქართველო
6.           დრო და ისტორია - ქრონოლოგია და წელთაღრიცხვა
7.           როგორ და რატომ წარმოიშვა კალენდარი

საქართველოს ბუნება:
8.           რელიეფის ფორმები: მთები, ქედები და დაბლობები
9.           ჰიდროგრაფია: მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, მყინვარები, ჭაობები

საქართველოს კლიმატი:
10.        განსხვავებები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს კლიმატს შორის
11.        განსხვავებები ბარისა და მთის კლიმატს შორის

საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები (გეოგრაფიული დახასიათება, ისტორიულ-ეთნოგრაფიული დახასიათება):                            
12.        ქართლი   
13.        კახეთი
14.        იმერეთი
15.        თუშეთი
16.        ფშავ-ხევსურეთი
17.        ხევი
18.        მთიულეთი/გუდამაყარი
19.        სამეგრელო                                                                                                                
20.        გურია       
21.        სვანეთი
22.        რაჭა-ლეჩხუმი
23.        აფხაზეთი
24.        სამცხე
25.        ჯავახეთი
26.        აჭარა
27.        საქართველოს ისტორიული მიწები (დღევანდელი საქართველოს ფარგლებს გარეთ)

მოსახლეობა:
28.        დემოგრაფიული მდგომარეობა საქართველოში ძველად და ახლა
29.        შობადობა და მოკვდაობა
30.        ბუნებრივი მოძრაობა - მარტივი მაგალითების განხილვა აბსოლუტურ რიცხვებში
31.        სქესობრივი სტრუქტურა
32.        ასაკობრივი სტრუქტურა
33.        მიგრაცია და მისი გამომწვევი მიზეზები და შედეგები

საქართველოს ბუნებრივი რესურსების გეოგრაფია:
34.             ტყის რესურსები
35.             წყლის რესურსები
36.             სასარგებლო წიაღისეული
37.             რესურსების სახეცვლილება მოპოვებიდან მოხმარებამდე
38.             რესურსები და შესაბამისი მეურნეობის დარგები
39.             რესურსების რაციონალური გამოყენება და დაცვა
40.             მეორადი გადამუშავება
41.             ბუნებაში ომით გამოწვეული ცვლილებები

გარემო და ეკონომიკა:
42.            შემგროვებლური მეურნეობიდან მწარმოებლურ მეურნეობამდე, ქვის იარაღებიდან ლითონის იარაღებამდე
43.             ქართველი ხალხის სამეურნეო ყოფა
44.            ხელოსნობის  ტრადიციული დარგები
45.            ფულის მიმოქცევა საქართველოში
46.            ტექნიკური პროგრესი (ცხენი-ბორბალი-ურემი; ცეცხლი-ჭრაქი- ნათურა;      
მედია-საშუალებების ევოლუცია) 
47.            მეწარმეობა  და ქველმოქმედება

სახელმწიფო და მმართველობა:
48.            შავი ზღვა: ლეგენდა არგონავტების შესახებ, ძველი ბერძნული ახალშენები, თანამედროვეობა
49.            ფარნავაზ მეფე (ლეგენდა ფარნავაზის შესახებ)
50.            წინარექრისტიანული პანთეონი  და რწმენა-წარმოდგენები საქართველოში
51.            რომი და საქართველო (ფარსმან ქველის სტუმრობა რომში)
52.            ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში (ანდრია პირველწოდებული და  სიმონ კანანელი, წმინდა ნინო) 
53.            ვახტანგ გორგასალი (თბილისის დაარსება, ბრძოლები ირანელებთან და ჩრდილოეთ კავკასიელებთან)
54.            ბიზანტია-ირანის ომები და ქართული სამეფოები (გუბაზ მეფე, აიეტი და ფარტაძე)
55.            არაბობა და საქართველო (მურვან ყრუ და დავით და კონსტანტინე მხეიძეები, ბუღა თურქი და კონსტანტი კახი, აბულ-კასიმი და მიქელ გობრონი)
56.            დავით კურაპალატი და თორნიკე ერისთავი
57.            ბაგრატ III (საქართველოს გაერთიანება)
58.            დავით აღმაშენებელი (ერწუხის ომი, დიდგორის ომი, დავითის წიგნებით გატაცება, გალობანი სინანულისანი)
59.            თამარის ეპოქა (თამარის სახე ქართულ ლიტერატურაში, თამარის გათხოვების საკითხი, შამქორი, ბასიანი, თქმულებები თამარის საფლავის შესახებ)
60.            მონღოლები და საქართველო (ცოტნე დადიანი, დემეტრე თავდადებული)
61.            გიორგი ბრწყინვალე (თანამედროვეთა ცნობები გიორგი ბრწყინვალის შესახებ, იერუსალიმის სიწმინდეები)
62.            ქართველი ხალხის გმირული ბრძოლის ეპიზოდები თემურ ლენგის წინააღმდეგ;
63.            გიორგი VIII და საქართველოს დაშლა (იოთამ ზედგინიძე)
64.            ლუარსაბ I, სიმონ I
65.            ქართველი ხალხის გმირული ბრძოლის ეპიზოდები შაჰ-აბასის წინააღმდეგ (ფერეიდნელი ქართველები,  ქეთევან წამებული, გიორგი სააკაძე და მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლები, ბახტრიონი)
66.            ომში ქცევის წესები და ომის მსხვერპლთა კატეგორიები
67.            სულხან-საბა ორბელიანის ელჩობა ევროპაში
68.            ერეკლე II (ასპინძის ბრძოლა, კრწანისის ბრძოლა)
69.            გეორგიევსკის ტრაქტატი და ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმება
70.            საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში (ქართული მიწების შემოერთება, 1832 წლის შეთქმულება, თერგდალეულები)
71.            საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921 წწ (პირველი რესპუბლიკის დროშა, გერბი, ჰიმნი, კონსტიტუცია, კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლები)
72.            ქართველი გმირები მეორე მსოფლიო ომში
73.            9 აპრილის ტრაგედია და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა
თანამედროვე საქართველო  და გარესამყარო

აღზრდა,  განათლება,  კულტურა:
74.            ქართული  ფოლკლორი (მუსიკა, ცეკვა,  ხალხური პოეზია)
75.            სტუმარმასპინძლობა საქართველოში
76.            ქორწილი/ /გლოვა (ლხინისა და ჭირის აღნიშვნა საქართველოში)
77.            ტრადიციული და თანამედროვე ოჯახი
78.            აღზრდის ხალხური წესები,  დიდგვაროვანთა აღზრდა შუა საუკუნეებში
79.            სპორტის ტრადიციული  სახეობები
80.            განათლების კერები საქართველოში
81.            წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებიდან უნივერსიტეტამდე (ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე ჯავახიშვილი)
82.            ქართული სტამბა
83.            ქართული ხელოვნება
84.            ქართული პრესა
85.            ქართული საგანძურის თავგადასავალი - ექვთიმე თაყაიშვილი
                         
ადამიანი და საზოგადოება :
86.            ადამიანების მრავალფეროვნების ნიშნები
87.            ოჯახი და სხვა სოციალური ჯგუფები
88.            ადამიანის ღირსება
89.            ადამიანის  უფლებები და თავისუფლებები
90.            ბავშვის  უფლებები და თავისუფლებები
91.            ადამიანის უფლებები, მოვალეობები  და ქცევის წესები
92.            ადამიანის ღირსება, პატივისცემა და მშვიდობიანი თანაცხოვრება
93.            ქცევის წესები და კანონები
94.            თანასწორობა და სამართლიანობა
95.            საზოგადოებრივი ფენების განვითარება საქართველოში
96.            ძველი ქართული სამართალი
97.            პოლიტიკური პარტიები
98.            ადამიანის უფლებები თანამედროვე  საქართველოში

          ეთნიკური და რელიგიურ-კონფესიური მრავალფეროვნება
99.        ქართველი ხალხი
100.                  მრავალეთნიკური საქართველო
101.                  თბილისური სუბკულტურა
102.                  ქალაქი და სოფელი ძველად და ახლა
103.                  იძულებით გადაადგილებულები საქართველოში
104.                     რას ნიშნავს ცნება - ,,საქართველოს მოქალაქე’’

             დასახლებები
105.         უძველესი დასახლებები/ მათი ფუნქციები/დასახლებების განვითარება საქართველოში (საქართველოს ისტორიული ქალაქები);  საფორტიფიკაციო ნაგებობები საქართველოში
106.         ანამედროვე სასოფლო დასახლება
107.         საქალაქო დასახლება
108.         დასახლებების ფუნქციები

           მოგზაურობები
109.         უცხოელი მოგზაურები საქართველოში, მათი მარშრუტები, მათი მოგზაურობის შედეგები
110.         ქართველი მოგზაურები, მათი მარშრუტები, მათი მოგზაურობის შედეგები

          ტრანსპორტი და კომუნიკაციები
111.         გზები და მიმოსვლის საშუალებები
112.         სატრანსპორტო გზები, რომლებითაც საქართველო უკავშირდება გარესამყაროს
113.         ტრანსპორტის სახეების ცვლილება დროში
114.         ტრანსპორტი და გარემო
115.         საკომუნიკაციო საშუალებების განვითარება
116.         ქართული ანბანი

აჭირო თვალსაჩინოებები: თემატური ისტორიული რუკები;  საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული რუკა, საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის რუკა, მარტივი დიაგრამები, საქართველოს დასახლებების რუკა, საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების რუკა.
                                                 

 სასწავლო კურსი--------ისტორია
სასწავლო კურსის ხანგრძლივობა----საათების რაოდენობა კვირაში 3 საათი, თვეში-12სთ.
 სემესტრში-54 სთ, სასწავლო კვირა-36 სთ, საგაკვეთილო საათი-108 სთ.
კლასი------- მეშვიდე-(საბაზო საფეხური)
მასწავლებელი- ეთერ ლომსაძე








სასწავლო კურსის მიზანი
დრო და სივრცე
სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა
გარემო და ეკონომიკა
ადამიანი და საზოგადოება
კულტურა და რელიგია
ისტ.VII.1.
მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.
ისტ.VII.3.
მოსწავლეს სეუძლია დაახასიათოს და შეადაროს შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში
ისტ.VII..5.
მოსწავლეს შეუძლია ახსნას,თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებზე, საზოგადოების ტრადიციებსა და მეურნების განვითარებაზე.
ისტ.VII.7.
მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის სტრუქტურა და მათი წარმომადგენლები
ისტ.VII.9.
მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს რელიგიის მნიშვნელობა საზოგადოების ცხოვრებასა და მსოფლიო ისტორიულ პროცესებში
ისტ.VII.2. მოსწავლეს შეუზლია განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისა და გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა რუკაზე.
ისტ.VII.4.
მოსწავლეს შუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე  ქვეყნის ისტორიაში.
ისტ.VII.6.
მოსწავლეს შეუძლია მსოფლიო ისტორიულ პროცესებზე მსჯელობისას ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობის გააზრება.
ისტ.VII.8.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა წესი, ნორმა, კანონი და ტრადიცია განასხვავოს ამა თუ იმ ისტორიულ ეპოქისადმი მათი კუთვნილების მიხედვით.
ისტ.VII.10.
მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კულტურის შემადგენელ ნაწილებზე.

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:
მიმართულება: დრო და სივრცე
ისტ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.
            შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·                              ისტორიულ მოვლენებს გადმოსცემს ქრონოლოგიური ტანამიმდევრობით,                         აკავშირებს ისტორიულ ფაქტებს ძველი და ახალი წელტაღრიცხვის სისტემასტთან.
·         ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური მუშაობისას დროის ხაზზე აღნიშნავს ისტორიულ თარიღებს ან ისტორიულ პერიოდებს.
·         ასახელებს საუკუნესა და ათასწლეულს, რომელსაც კონკრეტული თარიღი მიეკუთვნება.
·         ადგენს ცხრილს სახელმძღვანელოში არსებულ თემებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თარიღებს ალაგებს ქრონოლოგიური თანამიმდევრობით და მიაკუთვნებს მას შესაბამის ისტორიულ ეპოქას. 
                ისტ.VII.2.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარიასა და გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა რუკაზე.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსაწავლე:
·         შესაბამისი ეპოქის  ისტორიულ რუკაზე შემოხაზავს ცალკეული სახელმწიფოების საზღვრებს და აჩვენებს მათ უმნიშვნელოვანეს კულტურულ-პოლიტიკურ ცენტრებს.
·         რუკის გამოყენებით განსაზღვრავს მსოფლიოს ნიშვნელოვანი ქვეყნებისა და ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების მდებარეობას.
·         იყენებს პოლიტიკურ რუკას და განმარტავს პირობით ნიშნებს,რომლებითაც ხდება ტერიტორიებისა და პოლიტიკურ-კულტურული ცენტრების აღნიშვნა.
·         რუკის დახმარებით მსჯელობს მსოფლიო ისტორიის ძირითდ მოვლენებზე.
·         კონტურულ რუკაზე დაიტანს ინფორმაციას სხვადასხვა ეპოქის პოლიტიკური   კულტურული ისტორიის შესახებ.      
მიმართულება: სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა
ისტ.VII.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასახვა ისტორიულ ეპოქაში არსებული სახელმწიფო მმართველობის ფორმები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         სხვადასხვა ისტორიული ეპოქის მაგალითებზე დაყრდნობით ახასიათებს სახელმწიფო მმართველობის ფორმებს.
·         ადარებს სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა  ფორმას  ერთ ეპოქაში და მსჯელობს მათ დადებითსა და უარყოფით მხარეებზე.
ისტ.VII.4. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.
შედეგი თვალსაჩინოა,  თუ მოსწავლე:
·         ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური მუშაობისას დროის სკალაზე აღნიშნავს ისტორიისთვის, მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან ოთხ ან ხუთ პოლიტიკურ მოღვაწეს და კლასის წინაშე საუბრობს მისი არჩევანის მიზეზებზე.
·         მოიპოვებს ინფორმაციას ერთ-ერთი პოლიტიკური მოღვაწის შესახებ და წერს თემას, რომელშიც საუბრობს მისი მოღვაწეობის როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე.
·         ცხრილის საშუალებით აჯგუფებს ორი რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური მოღვაწის მოტივაციას და მიზნებს.
·         ადარებს ორ წყაროს, რომლებიც განსხვავებულად აფასებენ ერთი და იმავე ისტორიული პიროვნების მოღვაწეობას. გამოთქვამს მოსაზრებას ამ განსხვავებული ინტერპრეტაციის მიზეზებთან დაკავშირებით.
·         მასწავლებლის დახმარებით ებმება როლურ თამაშში თანაკლასელებთან ერთად და მჯელობს  საკლასო დადგმაში გადმოცემული ისტორიული ფაქტების შესახებ.

მიმართულება: გარემო და ეკონომიკა
ისტ.VII.5.მოსწავლეს შეუძლია ახსნას, თუ რა გავლენას ახდენსბუნებრივი პირობები დასახლების ტიპებზე, საზოგადოების ტრადიციებისა და მეურნეობის განვითარებაზე.
           შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსაწავლე: 
·         აკვირდება არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ( სახელმძღვანელოში ან ინტერნეტში მოძიებულ )მასალას და პასუხობს შეკითხვას- რა საქმიანობას ეწეოდა ხალხი, რომელსაც ეს(ნივთები)  სამოსახლო ეკუთვნოდა.
·         დანსაზღვრავს დასახლების ტიოებს და მსჟელობს კონკრეტული ისტორიულ-გეოგრაფიულ გარემოშიმოსახლეობის განსახლების კულტურულ და სამეურნეო თავისებურებებზე
·         კლასში ჯგუფური მუშაობისას ფოტოსურატების ან ვიდეო მასალის საშუალებით ადარებს სხვადასხვა ისტორიულ- გეოგრაფიულ გარემოში არსებულ ორ სამოსახლოს და ადენს მათ შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებას.(მასალა, არქიტექტურა).

               ისტ.VII.6. მოსწავლეს შეუძლია სახვადასხვა ისტორიულ პროცესებზე  მსჯელობისას ეკონომიკური ფაქტორის გააზრება.
        შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         კლასში ჯგუფური მუსაობისა ირჩევს ორ განსხვავებული სოციალური სტრუქტურის საზოგადოებას. ადარებს მათ ზნე- ჩვეულებებსა და ტრადიციებს(მაგ.:მომთაბარე და სამიწათმოქმედო საზოგადოება, ბარისა და მთის მოსახლეობა).
·         წყაროებისა და ლიტერატურის მოშველიებით  მოიძიებს ამა თუ იმ ქვეყნის მცხოვრებთა ყოფისა და ტრადიციების  შესახებ, ადარებს მათ ერთმანეთს.
·         წერს პატარა თემას,რომელშიც ერთმანეთს ადარებს ერთი და იმავე სოციალური ფენის წარმომადგენლებს ორ სხვადასხვა ეპოქაში( მაგ: მიწათმოქმედი ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში).
·         ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობისას დროის შკალაზე აღნიშნავს სამ ან ოთხ იდეას( არმოჩენას), რომლებმაც, მისი აზრით, გამოიწვიეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ეკონომიკაში უძველესი დროიდან დღემდე და კლასის წინაშე ასაბუთებს თავის ან ჯგუფის არჩევანს.
მიმართულება ადამიანი და საზოგადოება
       ისტ.VII.7.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის სტრუქტურა და მათი წარმომადგენლები.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         ამა თუ იმ ეპოქის ნივთიერი კულტურის ამსახველი მასალის (სახელმძღვანელოში მოცემული ან დამატებით მოძიებული) საფუძველზე გამოყოფს ნივთებს, რომლებიც მოწმობენ შესაბამისი ეპოქის სოციალურ დიფეფენციაზე. ასაბუთებს თავის მოსაზრებას.
·         ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური  მუშაობისას ცხრილის მეშვეობით აჯგუფებს სხვადასხვა ცივილიზაციისთვის მიკუთვნებულ საზოგადოებებს და ამ საზოგადოებებში იძულებიტი შრომის სხვადასხვა ფორმებს, მსჯელობ, როგორც წარსულში, ასევე თანამედროვე მსოფლიოში იძულებითი შრომის არსებობის მიზეზებზე.
·         ირჩევს სხვადასხვა პერიოდის საზოგადოების ერთ-ერთ  სოციალურ  ფენას და წერილობით აღწერს ამ ფენის წარმომადგენლის ყოველდღიურ ცხოვრებას.(მაგ:გლეხი შუა საუკუნეების ევროპაში, მონა რომის რესპუბლიკაში, ქშატრია ძველ ინდოეთში.)
·         მასწავლებლის მიერ შემოთავაზებული ეპოქიდან ასახელებს წარმატებულისტორიულ პირებს, განსაზღვრავს მათ სოციალურ სტატუსს( მაგ: მეფე, ვაჭარი,მონადირე, ბანკირი, მიწათმფლობელი,პრეზიდენტი, მეცნიერი და ა.შ.) აყალიბებს მათი წარმატებულობის მიზეზებს.
·         რომელიმე ქვეყნის მაგალითზე ადარებს მოსწავლეთა ცხოვრებას ორ სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში.

     ისტ.VII.8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა წესი, ნორმა , კანონი და ტრადიცია განასხავოს ამა თუ იმ ეპოქისადმი მისი კუთვნილების მიხედვით.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსაწავლე:
·         კლასში ჯგუფური მუსაობისას ერთმანეთს ადარებს სხვადასხვა ეპოქის ცალკეული ქვეყნების კანონმდებლობას(მაგ: ხამურაბის კანონები და რომაული კანონმდებლობა, შარიათი და ქრისტიანული კანონიკური სამართალი)
·         შეუძლია განასხვაოს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის დამახასიათებელი ეტიკეტი და ქცევის წესები.
·         ერთმანეთს ადარებს ბავშვთა კანონიერ უფლებებს, მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს თანამედროვე საქართველოსა და მის მიერ შერჩეულ რომელიმე ქვეყანაში.
·         საკუთარი დაკვირვებიდან გამომდინარე მსჯელობს, თუ რა საფრთხეს უქმნის საზოგადოებას და პიროვნებას დაუსჯელობა კანონის დარღვევისათვის
·         უფროსკლასელების გამოცდილების გათვალისწინებით თანაკლასელებთან ერთად შეიმუშავებს საკუთარი კლასის კონსტიტუციას. ადარებს მას რომელიმე ისტორიული ეპოქის სასწავლებლების წესებს

      მიმართულება კულტურა და რელიგია
   ისტ.VII.9. მოსწავლეს შეუძლიაგაიაზროს რელიგიის მნიშვნელობა საზოგადოების ცხოვრებასა და მსოფლიო ისტორიულ პროცესებში.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         სახელმძღვანელოს, დამატებითი ლიტერატურისა, თუ ვიზუალური მასალის საფუძველზე საუბრობს სხვადასხვა ეპოქის საზოგადოების რელიგიებზე.
·         ჯგუფური მუშაობისას რომელიმე ქვეყნის მაგალითზე მსჯელობს რელიგიური ტოლერანტობის შესახებ( წარსულში, დღეს)
·         კლასში დისკუსიისას მსჯელობს თუ რა გავლენას ახდენდა რელიგია ოჯხურ ყოფაზე ადრე და რა გავლენას ახდენს დღეს.
·         რუკაზე უჩვენებს რელიგიების წარმოშობის ადგილბს, გავრცელების დღევანდელ არეალებს,და ჩამოთვლის მათთან დაკაშირებულ მნიშვნელოვან საკულტო ძეგლებს,სიმბოლოებს და ტრადიციებს.
·         რომელიმე ქვეყნის კულტურისა და რელიგიის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მსჯელობს, თუ როგორ დაეხმარებოდა ეს ინფორმაცია ამ ქვეყანაში მოგზაურობის დროს
     ისტ.VII.10. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კულტურის შემადგენელ ნაწილებზე
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         ჩამოთვლის ცივილიზაციის ძირითად მახასიათებლებს.
·         ასახელებს განსხვავებული კულტურის საკულტო ნაგებობებსა და ადარებს მათ ერთმანეთს.
·         სახელმძღვანელოში არსებული და დამატებით მოძიებული მასალის საშუალებით ადარებს არქიტექტურის, მხატვრობისა და ლიტერატურის უმთავრეს ნიმუშებს.
·         შეუძლია იმსჯელოს მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებაზე სხვადასხვა ისტორიულ დროში.

სასწავლო კურსისი დასახელება-ისტორია
კლასი-VIII ( საბაზო საფეხური)
საატების რაოდენობა კვირაში-3 საათი, თვეში-12სთ. სემესტრში-54 სთ, სასწავლო კვირა-36 სთ, საგაკვეთილო საათი-108 სთ
მასწავლებელი -ეთერ ლომსაძე

დრო და სივრცე

გარემო და ეკონომიკა
სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა
ადამიანი და საზოგადოება
კულტურა და რელიგია

ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშირს ფაქტებდა მოვლენებ  შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.

ისტ.VIII.2.  მოსწავლეს შეუძლია დაახასიათ კონფლიქტის შედეგად გამოწვეული მიგრაციული პროცესები.

ისტ.VIII.3. მოსწავლეს შეუძლია გამოყოს და დაახასიათ  მნიშვნელოვან მოგზაურობები.

ისტ.VIII.4.  მოსწავლეს შეუძლია მსჯელობ კომუნიკაციების განვითარების ისტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე.

ისტ. VIII. 5.  მოსწავლეს შეუძლია მსჯელობ  ვაჭრობის მნიშვნელობაზე ადამიანისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის.
ისტ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია   შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და  შედეგები.

ისტ.VIII.7.  მოსწავლეს შეუძლია   დაახასიათს კავკასიის რეგიონი.

ისტ.VIII.8. მოსწავლეს  შეუძლია   ახსნას სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტკური რეჟიმის ურთიერთკავშირი.

ისტ.VIII.9.    მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლები.
ისტ.VIII.10. მოსწავლეს შეუძლია  ახსნას  კანონის უზენაესობის მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის
ისტ.VIII.11.   მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზს ადამიანის უფლებების საფუძვლებ და მათი განვითარების ისტორიულ პირობები.

ისტ.VIII.12.  მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათს საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისთვის აუცილებელი  პირობები.

ისტ.VIII.13.   მოსწავლეს შეუძლია მსჯელობ   პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებით გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებზე.

ისტ.VIII.14.
მოსწავლეს შეუძლია  საზოგადოებაში  ადამიანის ურთიერთობების კვლევა.
ისტ.VIII.15. მოსწავლეს შეუძლია  მსოფლიოში არსებული რელიგიური სისტემების კლასიფიცირება და მათ შორის არსებულ მსგავსებებისა და განსხვავებების გააზრება.

ისტ.VIII.16.  მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს მსოფლიო კულტურის შედევრები.

ისტ.VIII.17. მოსწავლეს შეუძლია  შეისწავლოს განათლების სისტემის  საფუძვლები.

ისტ.VIII.18.  მოსწავლეს შეუძლია საზოგადოების კულტურის საფუძვლების კვლევა.



წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მათი ინდიკატორები

მიმართულება: დრო და სივრცე
ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშირს  ფაქტებდა მოვლენებ  შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        ადგენს ცხრილს, რომელშიც სახელმძღვანელოში არსებულ  თემებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებს ალაგებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და მიაკუთვნებს მათ შესაბამის ეპოქებმაგ.:
   თემა  ეპოქა
თემა I (კონფლიქტები)
თემა II (მოგზაურობა)
ანტიკური ხანა
 ბერძენ-სპარსელთა ომები
 ძველი ბერძენი მოგზაურები 
შუა საუკუნეები
ჯვაროსნული ომები
მარკო პოლო
ახალი
საფრანგეთის რევოლუცია და ბონაპარტეს ომები
ჯეიმს  კუკი
უახლესი
ცივი ომი
გაგარინი

·        განასხვავებს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის შრომისა და ბრძოლის იარაღებს.
მიმართულება: გარემო და ეკონომიკა
ისტ.VIII.2.  მოსწავლეს შეუძლია დაახასიათ კონფლიქტის შედეგად გამოწვეული მიგრაციული პროცესები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       მოიპოვებს ინფორმაციას (ისტორიული რუკების, სახელმძღვანელოსა და დამატებითი ლიტერატურის საშუალებით) ომის შედეგად გამოწვეული  მიგრაციების შესახებ და კლასში ჯგუფური მუშაობისას კონტურულ რუკაზე დაიტანს ამ მიგრაციების მარშრუტებს; 
·       ინდივიდუალურად ან ჯგუფური მუშაობისას ცხრილის საშუალებით განასხვავებს მიგრაციის ტიპებს. აჯგუფებს სხვადასხვა  ტიპის მიგრაცის მიზეზებსა და შედეგებს;  
·       წერს თემას, რომელშიც აღწერს უცხო ქვეყანაში ახალმოსახლეთა გადასახლების მიზეზებს, ახალ გარემოში მიგრანტების ყოველდღიურ ყოფას;
·       წერს თემას, რომელშიც აღწერს საქართველოში სოფლიდან ქალაქში გადმოსახლებული ოჯახის ცხოვრებას (მაგ.  აფხაზეთიდან ან სამაჩაბლოდან  თბილისში ჩამოსახლებული დევნილების ცხოვრება).
ისტ.VIII.3. მოსწავლეს შეუძლია გამოყოს და დაახასიათ  მნიშვნელოვან მოგზაურობები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ირჩევს ერთ-ერთ დიდ მოგზაურს და წერს თემას, რომელშიც ხსნის მისი მოგზაურობის მიზეზებს და საუბრობს ამ მოგზაურობის საშუალებით შეძენილ ცოდნაზე;
  • სახელმძღვანელოსა და დამხმარე მასალის გამოყენებით ადგენს იმ  მოგზაურების სახელებსა და მშობლიურ ქვეყნებს, რომლებმაც ახალი ქვეყნები თუ კონტინენტები აღმოაჩინეს. მოპოვებული ინფორმაცია დააქვს დროის სკალაზე;
  • თანაკლასელებთან ერთად მონაწილეობს სიმულაციურ თამაშში, რომელიც ასახავს წარსული ეპოქის ერთ-ერთი დიდი მოგზაურობის მონაწილეთა საზღვაო ცხოვრებას (ნავიგაცია, საკვები, მეზღვაურთა ცრუ რწმენები, მათი ყოველდღიური საქმიანობა, უდისციპლინობისა და დანაშაულისთვის სასჯელი, დაავადებები).
ისტ.VIII.4.  მოსწავლეს შეუძლია მსჯელობ კომუნიკაციების განვითარების ისტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       კლასში ჯგუფური მუშაობისას ჩამოთვლის  სხვადასხვა ტიპის დამწერლობებს, საუბრობს მათ წარმოშობასა და წერის მეთოდში მომხდარ ცვლილებებზე;
·        ცხრილში აჯგუფებს მშობლიურ ენაში უცხო ენებიდან ნასესხებ სიტყვებს. მაგ:

არაბული
სპარსული
თურქული
რუსული
ბერძნული
ლათინური
ინგლისური
საათი
ფანჯარა
შუშა
რობოტი
ისტორია
აგენტი
ისტებლიშმენტი

  • კლასში ჯგუფური მუშაობისას ცხრილის ან ბარათების საშუალებით აჯგუფებს სვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოგონების შედეგებს (მაგ.: ბეჭდვის, კომპიუტერის და სხვა);
  • ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური მუშაობისას დროის სკალაზე აღნიშნავს ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობას და მსჯელობს მისი განვითარების შესახებ;
  • ირჩევს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო-სახმელეთო გზას და წერილობით აღწერს მის საკომუნიკაციო სირთულეებსა და ამ გზის სოციალურ-ეკონომიკურ მნიშვნელობას;
  • მოსწავლე კონტურულ რუკაზე დაიტანს მარშრუტებს, რომლთაც საქართველო სახმელეთო გზებით და შავი ზღვით  მეზობელ სახელმწიფოებს უკავშირდება;
  • დროის სკალაზე აღნიშნავს იმ ადამიანებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ტრანსპორტის განვითარებაში.  

  • ისტ. VIII. 5.  მოსწავლეს შეუძლია მსჯელობ  ვაჭრობის მნიშვნელობაზე ადამიანისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • საქართველოს ან სხვა ქვეყნის მაგალითზე მსჯელობს, თუ როგორ იცვლება ქალაქის ან ქვეყნის კეთილდღეობა ვაჭრობის განვითარების სხვადასხვა დონის მიხედვით, მსჯელობს ვაჭრობის მნიშვნელობაზე ამა თუ იმ ქალაქში/ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის;
  • აფასებს ადამიანის ეკონომიკური უფლებების მნიშვნელობა თანასწორობისა და თავისუფლების თვალსაზრისით;
  • მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე აღწერს შემთხვევებს, როდესაც ადამიანებს მათთვის აუცილებელი საქონლის შეძენის მხოლოდ ერთი ან რამდენიმე წყარო აქვთ; ადარებს ამ ორ მდგომარეობას და მსჯელობს ერთ-ერთის უპირატესობაზე;
  • ასახელებს მისთვის ცნობილ რამდენიმე კომპანიას/ფირმას, რომლებიც ერთსა და იმავე სახის საქონელს აწარმოებენ; ირჩევს, მისი აზრით,  საუკეთესო მწარმოებლის გამოსავლენ კრიტერიუმებს და ასაბუთებს თავის მოსაზრებას;
  • საკუთარი დასახლების მაგალითზე ასახელებს საქონელს თუ მომსახურებას, რომელზეც მოთხოვნილება არსებობს, მაგრამ სრულად ვერ კმაყოფილდება (მაგ.: რესურსების დეფიციტი, სიძვირე, ინფრასტრუქტურის შეუსაბამობა და ა.შ.); თანაკლასელებთან ერთად მსჯელობს მდგომარეობის გამოსწორების საშუალებებზე.
მიმართულება: სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა
ისტ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია   შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და  შედეგები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:              
·       ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური მუშაობისას ცხრილის საშუალებით აჯგუფებს სხვადასხვა ომის (კონფლიქტის) დაწყების მიზეზებსა და საბაბს; მაგ.:


ო მ ი
ზ ე ზ ი
ს ა ბ ა ბ ი
ბიზანტია-ირანის ომი VII საუკუნის დასაწყისში
ბიზანტიის მიმართ ირანის ტერიტორიული პრეტენზიები
ბიზანტიის იმპერატორ მავრიკიოსის მკვლელობა 602 წელს
დიდგორის ბრძოლა
 დავით IV აღმაშენებლის მიერ თურქ-სელჩუკთა განდევნა საქართველოდან
თბილისელი ვაჭრების საჩივარი სულთანთან დავით აღმაშენებლის თვითნებობის შესახებ
 I მსოფლიო ომი
“ანტანტისა” და “სამთა კავშირს”  დაპირისპირება
მკვლელობა სარაევოში




  • ადარებს სხვადასხვა პერიოდის ომების დროს გამოყენებულ იარაღს (მაგ.: მობილურობის, ეფექტიანობის, წარმოების მიხედვით);
·       კლასში ჯგუფური მუშაობის დროს ადგენს მისთვის ნაცნობი ომების სიას და აჯგუფებს მათ ცხრილის საშუალებით ხასიათისა და მასშტაბის მიხედვით. მაგ.:

შინაომი
ლოკალური
რეგიონული
მსოფლიო
 ბაზალეთის ბრძოლა
ომი ბაგრატ IV- სა და
ლიპარიტს შორის
ოცდაათწლიანი ომი ევროპაში
I მსოფლიო ომი

ირჩევს ერთ-ერთ ბრძოლას (ან საომარ კამპანიას) და წერილობით მსჯელობს მასში მხედართმთავრის როლზე;
·      კლასში სიმულაციური თამაშის დროს ცდილობს დიალოგის მეშვეობით გამოძებნოს რომელიმე კონფლიქტის მოგვარების გზები;
  • კლასში ჯგუფური მუშაობისას ადარებს ერთი და იმავე ეპოქის სხვადასხვა ქვეყნის საომარ კულტურას (დამოკიდებულება ტყვეთა, დაჭრილთა, დაღუპლთა მიმართ);
  • ისტორიულ-ლიტერატურული მემკვიდრეობიდან დაადგენს მეომრის ქცევის კოდექსს განსხვავებულ ეპოქებსა და კულტურებში;
  • მსჯელობს თანამედროვე მსოფლიოში საომარი მოქმედებების დროს მიღებული კანონებისა და ნორმების დაცვის აუცილებლობის შესახებ. მსჯელობს როგორც მათ დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე;
  • ევროპის კონტურულ რუკაზე დაიტანს ტერიტორიულ ცვლილებებს, რომლებიც  ამა თუ იმ ომმა (მაგ. პირველი მსოფლიო ომი) გამოიწვია;
  • ჩამოთვლის ომის მსხვერპლთა კატეგორიებს, თანაკლასელების ჯგუფთან ერთად განიხილავს ერთ-ერთი კატეგორიის უფლებების განმსაზღვრელ ნორმებს და მათი დაცვის მექანიზმებს, ერთმანეთს დარებს არჩეული კატეგორიისადმი მოპყრობის კონკრეტულ მაგალითებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შემუშავებამდე და მის შემდგომ პერიოდში;
  • მოიპოვებს ინფორმაციას ტექნოგენური კატასტროფების შესახებ, რომლებიც წარმოიქმნა საომარი მოქმედებების არეალში და მსჯელობს მათ უარყოფით შედეგებზე.
ისტ.VIII.7.  მოსწავლეს შეუძლია   დაახასიათს კავკასიის რეგიონი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური მუშაობისას  აჯგუფებს კავკასიის ხალხების ყოფასა და ადათ-წესებში არსებულ მსგავსებებსა და განსხვავებებს  (მაგ.: ქართველების და ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხების, ქართველების და სომხების და ა. შ.);
·       რუკის საშუალებით აანალიზებს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა საზღვრების ცვლილებას სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში;
·       ადგენს დიდი სახელმწიფოების სიას, რომლებიც ბატონობდნენ სამხრეთ კავკასიაში და ადარებს მათი ბატონობის შედეგებს;
  • მოსწავლე ცხრილში აჯგუფებს სხვადასხვა პერიოდში კავკასიის რეგიონში შემავალ სახელმწიფოებს, პოლიტიკურ გაერთიანებებსა (სამთავრო, სახანო და ა.შ.) და მათ მეზობლებს მაგ.:
პერიოდი

კავკასიის სახელმწიფოები
მეზობელი სახელმწიფოები
 ძვ. წ. III-I საუკუნეები  
ალბანეთი, კოლხეთი, სომხეთი, ქართლი
პართია, პონტო, რომი, სელევკიდური ირანი
 ახ. წ. IV-VIII საუკუნეები
ალბანეთი, ეგრისი, სომხეთი, ქართლი
არაბთა სახალიფო, ბიზანტია, სასანური ირანი, ხაზართა სახაკნო
 XVIII საუკუნე

იმერეთის, კახეთის და ქართლის სამეფოები, აფხაზეთის, გურიის, სამეგრელოს და სვანეთის სამთავროები, განჯის სახანო, ერევნის სახანო და სხვ.
თურქეთი, ირანი, რუსეთი

ისტ.VIII.8.    მოსწავლეს შეუძლია   ახსნას  სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტკური რეჟიმის ურთიერთკავშირი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • განმარტავს სახელმწიფოს ცნებას და ახასიათებს მის ძირითად  ელემენტებს (მმართველობის ფორმა, სახელმწიფოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობ, პოლიტიკური რეჟიმი);
  • ირჩევს რომელიმე ქვეყანას და მის მაგალითზე ჩამოთვლის მიზეზებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს სახელმწიფო მმართველობის ცვლილებადობაზე;
  • ჩამოთვლის საზოგადოებრივ ინტერესებს, რომელთა უგულებელყოფის უფლებაც სახელმწიფოს არ აქვს.  თავის მოსაზრებას ასაბუთებს ისტორიული მაგალითებით;
  • განმარტავს, რა არის პოლიტიკური რეჟიმი და ჩამოთვლის სხვადასხვა სახის (მაგ,: დემოკრატიული, ავტორიტარული, ტოტალიტარული თუ სხვა) სახელმწიფოებს;
  • ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა პოლიტიკურ რეჟიმს და ირჩევს საქართველოსთვის, მისი აზრით,   ყველაზე ეფექტურს;
  • საქართველოს კონსტიტუციაში მოიძიებს და აანალიზებს დებულებებს, რომლებიც დაკავშირებულია დემოკრატიის უზრუნველყოფასთან (მაგ.: ხელისუფლების განაწილება და არჩევითობა, მრავალპარტიულობა, ადამიანის პოლიტიკური უფლებები და ა.შ.), გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას დემოკრატიის გასაძლიერებლად მიმართული ცვლილებების შესახებ.
ისტ.VIII.9.    მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • გამოყოფს და აღწერს დემოკრატიის ჩასახვისა და განვითარების ისტორიულ ეტაპებს;
  • ახასიათებს დემოკრატიის ძირითად პრინციპებს და უკავშირებს მათ ადამიანის უფლებებსა და მოვალეობებს; საკუთარ მოსაზრებას ასაბუთებს მისთვის ცნობილი საერთაშორისო დოკუმენტების დებულებების მეშვეობით (მაგ.: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია და სხვა);
  • მსჯელობს, თუ როგორ მოიქცევა მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში და ხსნის, თუ რატომ უნდა გაუწიოს ანგარიში სხვის უფლებებს საკუთარი უფლებების დაცვისას;
  • თანაკლასელების ჯგუფთან ერთად გაითამაშებს ავტორიტარულ და დემოკრატიულ საზოგადოებისთვის დამახასიათებელ სიტუაციას; მსჯელობს ორივე ტიპის საზოგადოებში პიროვნებისადმი დამოკიდებულებაზე.
  • ისტ.VIII.10. მოსწავლეს შეუძლია  ახსნას  კანონის უზენაესობის მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის.შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მსჯელობს კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე თითოეული მოქალაქის ინტერესებისთვის (მაგ.: წესრიგი, პატიოსანი ურთიერთობა, ადამიანის უფლებათა დაცვა, სამართლიანობა და სხვა) ; მოჰყავს შესაბამისი მაგალითები ისტორიიდან და საკუთარი დაკვირვებებიდა;
  • მსჯელობს სახელმწიფოსთვის კონსტიტუციის არსებობის მნიშვნელობასა და მისი დამახასიათებელი ნიშნების შესახებ;
  • თანაკლასელების ჯგუფთან ერთად ადგენს საკითხთა სიას, რომლებიც, მისი აზრით უნდა აისახოს ქვეყნის ძირითად კანონში, ჯგუფის აზრს აცნობს სხვა ჯგუფებს, ისმენს მათი წარმომადგენლის პრეზენტაციას, მონაწილეობს კამათში და საერთო გადაწყვეტილების მიღებაში;
  • მსჯელობს საზოგადოებაში სხვადასხვა ნორმისა და კანონს არსებობის აუცილებლობის შესახებ;
  • ჩამოთვლის საზოგადოებაში მოქმედ "დაუწერელ კანონებსა" და წესებს, მსჯელობს წარმოადგენენ თუ არა ისინი მორალურ ნორმებს, მოიძიებს მსგავს "დაუწერელ კანონებსა" და წესებს სხვადასხვა ხალხის კულტურაში; ადარებს მათ ერთმანეთთან და აფასებს, რამდენად მისაღებია ისინი მისთვის;
  • თანაკლასელებთან ერთად შეიმუშავებს და იცავს კლასში სამართლიანი ურთიერთობების/ქცევის წესებს;
  • განმარტავს, რას ნიშნავს სამართალი და ასახელებს იმ კანონებს, რომლებიც შეესაბამება მის ზნეობრივ ღირებულებებს;
  • ხსნის, თუ რატომ ევალება პიროვნებას კანონის დაცვა; ასახელებს იმ საშიშროებებს, რაც მოსდევს ადამიანის (განსაკუთრებით არასრულწლოვანის) არაკანონიერ მოქმედებას.
მიმართულება: ადამიანი და საზოგადოება
ისტ.VIII.11.   მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზს ადამიანის უფლებების საფუძვლებ და მათი განვითარების ისტორიულ პირობები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • საკუთარი უფლებებიდან გამოყოფს თანდაყოლილ  და შეძენილ უფლებებს; ასახელებს ღირებულებებს, რომლებიც აღნიშნულ უფლებებს დაედო საფუძვლად;
  • თანაკლასელების ჯგუფთან ერთად ირჩევს რომელიმე ისტორიულ ეპოქასა და სახელმწიფოს, მის მაგალითზე აღწერს ყველაზე უუფლებო ადამიანების მდგომარეობას, ასახელებს ღირებულებებს (მაგ.: ღირსება, თანასწორობა, თავისუფლება....), რომელთა უგულვებელყოფაც ხდებოდა აღწერილ შემთხვევებში და უფლებებს, რომლებიც ამ ადამიანს ჰქონდათ;
  • ისტორიიდან და სხვა საზოგადოების შემსწავლელი საგნებიდან  მიღებული ცოდნის საფუძველზე ადარებს ადამიანის უფლებათა სხვადასხვა კატეგორიას (მაგ.: პირადი, პოლიტიკური, ეკონომიკური და ა.შ.) და მსჯელობს მათ მსგავსებასა თუ განსხვავებაზე;
  • აანალიზებს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა განვითარების პროცესს: წინაპირობებს, მოთხოვნებსა და შედეგებს;
  • თანაკლასელების ჯგუფთან ერთად გაითამაშებს სიტუაციას, როდესაც ილახება ადამიანის ღირსება ან თავისუფლება; გამოთქვამს და ასაბუთებს თავის მოსაზრებას ამ ღირებულებების მნიშვნელობის შესახებ.
ისტ.VIII.12.  მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათს საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისთვის აუცილებელი  პირობები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ასახელებს მაგალითებსაქართველოსა თუ სხვა ქვეყნების ისტორიიდან,  როდესაც კონფლიქტური სიტუაციის გადასაჭრელად არ იყო გამოყენებული ძალა;
  • ჩამოთვლის პროტესტის გამოხატვის მშვიდობიან ფორმებს; ასახელებს მაგალითებს მშობლიური თუ სხვა ქვეყნის ისტორიიდან და კონკრეტულ შემთხვევაში აფასებს პროტესტის შედეგებს;
  • ჩამოთვლის იმ ღირებულებებს, რომლების პატივისცემა აუცილებელია ადამიანების მშვიდობიანი თანაარსებობისათვის; დასაბუთებისას იყენებს ადამიანების (მაგ.: განსხვავებული რასის, ეროვნების ან სარწმუნოების) მშვიდობიანი თანაცხოვრების მისთვის ცნობილ მაგალითებს ისტორიიდან და თანამედროვეობიდან;
  • იხსენებს შემთხვევას, როდესაც მან ან მისმა ნაცნობმა შეასრულა მედიატორის (შუამავლის/მომრიგებელის) როლი კონფლიქტურ სიტუაციაში; თანაკლასელებთა ერთად გაითამაშებს ამ სიტუაციას და აფასებს შექმნილ ვითარებას (მაგ.: გარემოებები, საფრთხეები, მხარეთა შესაძლებლობები და მიზნები და ა.შ.) და მედიატორის საქციელს (მაგ: მოტივაცია, თვისებები, ცოდნა, მოქმედებები და ა.შ.).
  • ისტ.VIII.13.   მოსწავლეს შეუძლია მსჯელობ   პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებით გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       წერილობით ადარებს სხვადასხვა ქვეყანაში ომით გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებს;
·       ცხრილში აკეთებს იმ ომების ჩამონათვალს, რომლებმაც გამოიწვიეს სახელმწიფო მმართველობის ცვლილებები. მაგ.:

 1814-1815 წწ. ომი საფრანგეთსა და ევროპის სახელმწიფოებს შორის
 ბურბონთა რესტავრაცია საფრანგეთში
  I მსოფლიო ომი  
 მონარქიების დამხობა ავსტრია-უნგრეთის,  გერმანიის, რუსეთისა და ოსმალთა იმპერიებში, საბჭოთა რუსეთის შექმნა;
  II მსოფლიო ომი
 სოციალისტური წყობილების დამყარება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში

·       ცხრილის საშუალებით აჯგუფებს სხვადასხვა კონფლიქტის (სამოქალაქო დაპირისპირების, რევოლუციის, ომის) გამომწვევ სოციალურ მიზეზებს (მაგ.:  საფრანგეთის დიდი რევოლუციისა და რუსეთის  1917 წ. რევოლუციების);
·       ცხრილის საშუალებით აჯგუფებს სხვადასხვა ეპოქაში საქართველოსა და ევროპაში ურბანიზაციით გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებს.
ისტ.VIII.14.  მოსწავლეს შეუძლია  საზოგადოებაში  ადამიანის ურთიერთობების კვლევა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მსჯელობს ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთდამოკიდებულებაზე, განასხვავებს პიროვნებისა და საზოგადოების ინტერესებს;
  • თანაკლასელების ჯგუფთან ერთად განიხილავს ადამიანის მოთხოვნილებების ზრდის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებას; თანაკლასელებს აცნობს ჯგუფის მიერ დასახელებულ და მნიშვნელობის მიხედვით დალაგებულ ადამიანის მოთხოვნილებათა ჩამონათვალს;
·    თანაკლასელებთან ერთად მსჯელობს თუ რა სჭირდება ადამიანს  არსებობისთვის და შეუსაბამებს ჩამოთვლილ საჭიროებებს საკუთარ სურვილებს; ჩამოთვლის ადამიანის მოთხოვნილებებისა და სურვილების დაკმაყოფილების გზებს.
მიმართულება: კულტურა და რელიგია
ისტ.VIII.15.  მოსწავლეს შეუძლია  მსოფლიოში არსებული რელიგიური სისტემების კლასიფიკაცირება და მათ შორის არსებულ მსგავსებებისა და განსხვავებების გააზრება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მსჯელობს მონოთეისტურ და პოლითეისტურ რელიგიებს შორის არსებულ განსხვავებებზე;
  • აყალიბებს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული რელიგიების (ქრისტიანობა,  ისლამი) ძირითად ცნებებს;
  • მსჯელობს მსოფლიო რელიგიების (ქრისტიანობა, ისლამი, ბუდიზმი)  ჩამოყალიბების ისტორიაზე;
  • მსჯელობს ქრისტიანული ეკლესიიის წიაღში არსებული მიმართულებების (მონოფიზიტობა, კათოლიციზმი, მართლმადიდებლობა, პროტესტანტიზმი) შესახებ. საუბრობს მათი ჩამოყალიბების მიზეზებზე;
  • ჩამოთვლის პიროვნებებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ისლამისა და ქრისტიანობის ჩამოყალიბებაში.
ისტ.VIII.16.  მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს მსოფლიო კულტურის შედევრები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        ჩამოთვლის მსოფლიო არქიტექტურის ღირსშესანიშნავ ძეგლებს. აჯგუფებს მათ ისტორიული ეპოქების მიხედვით. მსჯელობს მათი შექმნის ისტორიაზე;
  • ილუსტრაციების გამოყენებით ცხრილში აჯგუფებს და განასხვავებს სხვადასხვა სტილით ნაგებ არქიტექტურის ძეგლებს;
·        ჩამოთვლის მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს. აჯგუფებს მათ ისტორიული ეპოქების მიხედვით. მსჯელობს მათი ავტორების ვინაობის შესახებ;
·        საუბრობს მსოფლიო ლიტერატურის შედევრების შინაარსისა და მნიშვნელობის შესახებ.

ისტ.VIII.17. მოსწავლეს შეუძლია  შეისწავლოს განათლების სისტემის  საფუძვლები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ერთმანეთს ადარებს, თუ როგორ სწავლობდნენ ბავშვები განსხვავებულ ეპოქებსა თუ  ქვეყნებში (მაგ.: ეგვიპტესა და ათენში, ბავარიასა და ჩინეთში, და ა.შ.);
  • ახასიათებს საუნივერსიტეტო სისტემას (მაგ.: შუა საუკუნეების ევროპის უნივერსიტეტის სტრუქტურა, ლექტორტთა და სტუდენტთა ყოფა, საგანთა ნუსხა და სხვა);
  • მსჯელობს განათლების მიღების უთანაბრობაზე განსხვავებულ ეპოქებსა თუ ქვეყნებში; მიუთითებს ამ უთანაბრობის მიზეზებს;
  • წერს თემას გოგონებისა და ბიჭების განათლების მიღების უთანაბრობაზე განსხვავებულ ეპოქებსა თუ ქვეყნებში;
  • ისტორიულ-ლიტერატურული მემკვიდრეობიდან დაადგენს მოსწავლის ქცევის კოდექსს განსხვავებულ ეპოქებსა და კულტურებში
  • ისტ.VIII.18.  მოსწავლეს შეუძლია საზოგადოების კულტურის საფუძვლების კვლევა.  
  • შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მისთვის ნაცნობი სოციალური გარემოს მაგალითზე (მაგ.: ოჯახი, სამეზობლო, კლასი, მეგობრები, დასახლება და ა.შ.) გამოყოფს ფაქტორებს (მაგ.: საერთო ზნეობრივი ღირებულებები, გარემოებები და ა.შ.), რომლებიც მათ ერთმანეთზე დამოკიდებულს ხდის;
  • ეცნობა სხვადასხვა კულტურაში დამკვიდრებულ ეთიკეტის ნორმებს  და ჯგუფის წევრებთან ერთად გაითამაშებს კონკრეტულ სიტუაციას ამ ნორმების წარმოსადგენად;
  • ადარებს სხვადასხვა რელიგიის ნორმებისა და კანონების გავლენას საზოგადოების განვითარებაზე (მაგ., ირანი – ისლამი);
  • შეუძლია გამოარჩიოს სხვადასხვა ეპოქისა და  ქვეყნის სახემწიფოებრივი თუ დინასტიური სიმბოლოები;
  • გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას კულტურულობის დამახასიათებელი ნიშნების შესახებ; ისმენს თანაკლასელების მოსაზრებებს და განხილვის შემდეგ მათთან ერთად  აყალიბებს კულტურული ადამიანისა და საზოგადოების პორტრეტს;
  • მასწავლებლის დახმარებით თანაკლასელებთან ერთად გეგმავს და ახორციელებს თავის მშობლიურ კუთხეში მარტივ ეთნოგრაფიულ ექსპედიციას ბუნებრივი პირობებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების თავისებურებათა (მაგ.: რეწვა, ხალხური შემოქმედება, თამაშობები) შესასწავლად;
  • თანაკლასელებთან ერთად ირჩევს სპორტის ერთ-ერთ გავრცელებულ (მსოფლიოში ან რეგიონში) სახეობას და განიხილავს მისი განვითარების პირობებს (მაგ.: წარმოშობა, გავრცელების დინამიკა, ეფექტიანობა და ა.შ.); კონტურულ რუკაზე დაიტანს სპორტის ამ სახეობის ისტორიულ განვითარებას და ჯგუფში განხილვის შედეგებთან ერთად აცნობს თანაკლასელებს;
  • მსჯელობს საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციებისა და მოძრაობების მნიშვნელობაზე საზოგადოებისთვის; ადარებს სპორტის საერთაშორისო და ეროვნულ სახეობებს. მსჯელობს მათი პოპულარობის მიზეზებზე     
  • .პროგრამის შინაარსი
სავალდებულო შინაარსობრივ საკითხთა ჩამონათვალი VIII კლასისათვის
(ქვემოთ წარმოდგენილი საკითხები შეადგენს ამ კლასისათვის განკუთვნილი მთლიანი შინაარსის 80%-ს)
კონფლიქტები ძველ მსოფლიოში
1.        კონფლიქტის ტიპოლოგია: ომები ქვეყნებს შორის და შიდა სახელმწიფოებრივი კონფლიქტები
2.        ძველი ეგვიპტელების ომები
3.        ასურეთის ომები (მსოფლიო იმპერიის შექმნის პირველი მცდელობა)
4.        ბერძენ-სპარსელთა ომები, ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობა
5.        რომი და კართაგენი (პუნიკური ომები)
დაპირისპირებები  ახლო აღმოსავლეთში
6.        ბიზანტიისა და სასანიანთა ირანის დაპირისპირება VI-VII საუკუნეებში
7.        არაბთა სახალიფო
8.         თურქ-სელჩუკები და მახლობელი აღმოსავლეთი, მანასკერტის ბრძოლა
9.         ჯვაროსნული ომები 
10.      ოსმალეთის იმპერია, ბიზანტიის იმპერიის დაცემა და მისი მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობა
კონფლიქტები ევროპაში
11.     ქალაქების ბრძოლა თავისუფლებისთვის შუა საუკუნეების ევროპაში
12.     კონფლიქტები ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის (მაგ.: ჰენრი II და ტომას ბეკეტი, ჰაინრიხ IV და გრიგოლ VII. . .)
13.             ბრძოლა ჰეგემონობისათვის ესპანეთსა და ინგლისს შორის XVI-XVII საუკუნის
        დასაწყისში (,,ბართლომეს ღამე’’, ,,უძლეველი არმადის’’ განადგურება,
        ნიდერლანდების ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის)
14.     ოცდაათწლიანი ომი და ვესტფალიის ზავი: რელიგიური  და პოლიტიკური დაპირისპირება
15.     ინგლისი: რევოლუცია თუ სამოქალაქო ომი?
16.      საფრანგეთი: 1789 წლის რევოლუცია, რესპუბლიკიდან იმპერიამდე
17.     ნაპოლეონის ომები
18.     გერმანიის გაერთიანება  და წინააღმდეგობები ევროპაში მეცხრამეტე საუკუნეში
 კონფლიქტები ამერიკის ტერიტორიაზე
19.     კორტესისა და პისაროს ლაშქრობები
20.     ბრძოლა ა.შ.შ-ის დამოუკიდებლობისთვის
21.     სამოქალაქო ომი აშშ-ში
22.     ბრძოლა სამხრეთ ამერიკის გათავისუფლებისთვის, სიმონ ბოლივარი
მსოფლიო ომები
23.     პირველი მსოფლიო ომი:  მონაწილე მხარეები, ომის შედეგები
24.     რევოლუციები და სამოქალაქო ომი რუსეთში
25.     მეორე მსოფლიო ომი: წინაპირობები, მონაწილე მხარეები, ომის შედეგები
26.     საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საფუძვლები (შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვა, ომის წარმართვის მეთოდებისა და საშუალებების შეზღუდვა)
პოლიტიკური კონფლიქტები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
27.     ცივი ომი
28.     ცივი ომის დროინდელი კონფლიქტები (მაგ.: ვიეტნამის ომი, ავღანეთის ომი...)
29.     ისრაელი და არაბული სამყარო

დემოკრატია და ტოტალიტარიზმი
30.     პოლიტიკური რეჟიმის რაობა/ლიდერი და პოლიტიკური რეჟიმები  /პოლიტიკური რეჟიმები და სამოქალაქო საზოგადოება
31.     საფრანგეთის დიდი რევოლუციიდან მეხუთე რესპუბლიკამდე
32.     ”მეიძის რესტავრაცია”
33.     ათათურქის რეფორმები თურქეთში
34.     ფრანკოს მმართველობა ესპანეთში
35.     ჰიტლერის მმართველობა გერმანიაში
36.     მუსოლინის მმართველობა იტალიაში
37.     სტალინის მმართველობა საბჭოთა კავშირში
კონფლიქტები და მათი მშვიდობიანი გადაჭრის მაგალითები
38.     არაძალადობრიობა - კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი გზა. მაჰათმა განდი
39.     მარტინ ლუთერ კინგი და აფრო-ამერიკელების ბრძოლა სამოქალაქო თანასწორობისათვის
40.     XX აუკუნის 90-იანი წლების „ხავერდოვანი რევოლუციები“.  აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში
რელიგია
41.     რელიგიების კლასიფიკაცია
42.     მონოთეისტური რელიგიები (ქრისტიანობა , ისლამი, იუდაიზმი)
რუსეთი და კავკასია
43.     კავკასია (მოკლე ისტორიულ-გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული მიმოხილვა)
44.     სამხრეთ კავკასიის დაპყრობა რუსეთის მიერ
45.     კავკასიის ომი და მისი შედეგები
ეთნიკურ-პოლიტიკური კონფლიქტები საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ
46.     ეთნიკურ-პოლიტიკური კონფლიქტები ყოფილ იუგოსლავიაში, იუგოსლავიის დაშლა
47.     საბჭოთა კავშირის დაშლა და პოლიტიკური კონფლიქტები პოსტსაბჭოთა სივრცეში (რუსეთის ომები ჩეჩნეთში, დნესტრისპირეთი)
48.     ,,რეგიონალური კონფლიქტები’’ საქართველოში - რუსეთის გამოუცხადებელი ომი საქართველოში

ადამიანის უფლებები
49.     დამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები /ღირსებიდან უფლებამდე და თავისუფლებამდე
50.     ადამიანის უფლებათა თაობები და კლასიფიკაცია
სახელმწიფო და კანონის უზენაესობა
51.     კანონის უზენაესობა და კონსტიტუცია
52.     საქართველოს კონსტიტუცია
საზოგადოებრივი კონფლიქტი და მისი ტიპები
53.     საზოგადოებრივი კონფლიქტი და მისი ტიპები
საზოგადოება და კულტურა
54.     ურთიერთობისა და ქცევის კულტურა საზოგადოებაში/ეტიკეტი
55.     ჰერალდიკა  წარსულში და თანამედროვე სიმბოლოები
განათლება
56.     სწავლა-განათლების როლი და მნიშვნელობა
57.     უმაღლესი განათლების უმნიშვნელოვანესი კერები შუა საუკუნეებში (ევროპა-საქართველო)
58.     თანამედროვე განათლების სისტემა
ვაჭრობა და მოგზაურობა
59.     ვაჭრობა და ფული/შორეული მოგზაურობების დასაწყისი
60.     დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები და მათი მნიშვნელობა
61.     ძველი   ქართველი   მოგზაურები 
62.             ბაზარი და ბიზნესი: ბიზნესი და მეწარმეობა
ხელოვნება და სპორტი
63.     საგმირო ეპოსი (რაინდული ეპოსი, ევროპელი რაინდისა და სამურაის ზნეობის კოდექსი, ქართული მაგალითი და სხვ)
64.     სპორტის  წარმოშობა, ოლიმპიადები, ძველი ქართული თამაშობები, სპორტული მოძრაობები და ორგანიზაციები
კომუნიკაცია
65.     დამწერლობის წარმოშობა და მისი უძველესი სახეები, ანბანური დამწერლობა
66.     ინფორმაციის გადაცემის საშუალებები (ხელნაწერი წიგნები, წიგნის ბეჭდვა, პრესა,  ფოსტა და ტელეგრაფი)
67.     თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები (ელექტრონული საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებები)
აჭირო თვალსაჩინოებები: თემატური ისტორიული რუკები
   
 საგანი                                   ისტორია
  მეცხრე კლასი
 კვირეული დატვირთვა 4 სთ
 მასწავლებელი    ეთერ ლომსაძე


დრო და სივრცე
გარემო ეკონომიკა
სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა
კულტურა და რელიგია
ისტ.IX.1.   მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები და გაანალიზოს  ამ      მხარეების საზღვრების ისტორიული პროცესებით განპირობებული  ცვალებადობა.
ისტ.IX.2.  მოსწავლეს შეუძლია გაანალიზს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.

 ისტ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დახასიათოს ქართული სახელმწიფო მმართველობითსტრუქტურები.

ისტ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია  საქართველოში სოციალურ ურთიერთობებისტორიის კვლევა.

ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია  აანალიზს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.
ისტ.IX.6. მოსწავლეს შეუძლია  მსჯელობა საქართველოში არსებული რელიგიებისა და მათი აქ გავრცელების ისტორიული მიზეზების შესახებ.

ისტ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია   მსჯელობა ქართულ კულტურ სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და  განვითარების შესახებ.



წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მათი ინდიკატორები
 მიმართულება: დრო და სივრცე
 ისტ.IX.1.   მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები და გაანალიზოს ამ მხარეების საზღვრების ისტორიული პროცესებით განპირობებული  ცვალებადობა.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        მსჯელობს უძველესი დროიდან დღემდე ქართული სახელმწიფოებისა და ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების საზღვრების ცვალებადობაზე; მსჯელობს ამ ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე;
·        კონტურულ რუკაზე დაიტანს ქართულ სამეფო-სამთავროებისა და ისტორიულ-გეოგრაფიულ ობიექტებს სხვადასხვა ეპოქის მიხედვით.
 მიმართულება: გარემო და ეკონომიკა
 ისტ.IX.2.  მოსწავლეს შეუძლია გაანალიზს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • რუკაზე აღნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ სხვადასხვა ეპოქი სავაჭრო გზებს;
  • ცხრილის საშუალებით აჯგუფებს და მსჯელობს იმ საშინაო და საგარეო ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უწყობდნენ ან უშლიდნენ საშინაო და საგარეო ვაჭრობის განვითარებას სხვადასხვა ეპოქაში;
  • მსჯელობს ქართული ფულის ისტორიაზე;
  • მსჯელობს, თუ როგორ იცვლებოდა სავაჭრო ურთიერთობები საქართველოში ტრანსპორტის განვითარებასთან ერთად;
  • რუკაზე აღნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული  წიაღისეულის მოპოვების ადგილებს და საუბრობს ხელოსნობის ან მრეწველობის იმ დარგებზე, რომელთა განვითარებასაც მათმა მოპოვებამ შეუწყო ხელი;
  • წერილობითი სახით შეუძლია ჩამოაყალიბოს თავისი თვალსაზრისი საქართველოს ეკონომიკაში უცხო ქვეყნის მმართველობით გამოწვეულ დადებით და უარყოფითცვლილებების შესახებ;
  • მსჯელობს, თუ როგორ იცვლებოდა საქართველოში სოფლის მეურნეობა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განვითარებასთან ერთად,   ადარებს განსხვავებულ ეპოქებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების განვითარებას;
  • მსჯელობს სხვადასხვა ეპოქაში ამა თუ იმ რეგიონთან თუ სივრცესთან საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ.
 მიმართულება: სახელმწიფო მმართველობა და პოლიტიკა
 ისტ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დახასიათოს ქართული სახელმწიფო მმართველობითსტრუქტურები.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მსჯელობს სხვადასხვა ეპოქის ქართული სამეფოების სახელმწიფო მოწყობის შესახებ. გამოავლენს მათ შორის მსგავსებებსა და განსხვავებებს;
  • ახასიათებს და ადარებს სხვადასხვა პერიოდში საქართველოში სახელმწიფოს მმართველობით სტრუქტურებში განხორციელებულ რეფორმებს;
  • ახასიათებს და ადარებს შუა საუკუნეებისა და თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო მმართველობის ფორმებსა და  სტრუქტურებს, მსჯელობს მათი ფუნქციების შესახებ;
  • ადარებს საქართველოსა და სხვა ქვეყნების მმართველობით სტრუქტურებს წარსულში და თანამედროვე ეპოქაში. 
ისტ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია  საქართველოში სოციალურ ურთიერთობებისტორიის კვლევა.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ქრონოლოგიურად აჯგუფებს სხვადასხვა პერიოდის სოციალური ფენების წარმომადგენლებს და მსჯელობს მათი ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. მაგ.: 
                         პერიოდი
               სოციალური ფენები
 XI -XIII საუკუნეები
დიდებული აზნაური-აზნაური-გლეხი-ვაჭარი -ხელოსანი
 XV- XVIII საუკუნეები
 თავადი-აზნაური-გლეხი-ვაჭარი -ხელოსანი

  • მსჯელობს საქართველოში ურბანიზაციითა და მიგრაციის სხვა სახეობით გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებზე. ადარებს  სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში მათ მიზეზებსა და შედეგებს;
  • აანალიზებს რეფორმებით და რევოლუციის შედეგად  გამოწვეულ ცვლილებებს სოციალურ სტრუქტურებში;
  • საუბრობს საქართველოში სხვადასხვა პერიოდში  შექმნილ პარტიების შესახებ.
  • ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია  აანალიზს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.
  • შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ცხრილის საშუალებით გამოყოფს საგარეო და საშინაო ფაქტორებს, რომლებიც ქართული სახელმწიფოს ან სახელმწიფოების (ან სამთავროების) წარმონაქმნის მიზეზი გახდა. მაგ.:
საგარეო ფაქტორი
სახელმწიფო
1. ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაშლა
2. ა) 1917 წლის რუსეთის რევოლუციები
  ბ) I მსოფლიო ომი
1. ქართლის სამეფო

2. საქართველოს დამოუკიდებელი       რესპუბლიკა


  • მსჯელობს კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომლებმაც გავლენ მოახდინა ქართულ სახელმწიფოებრივობაზე;
  • აანალიზებს და ადარებს საგარეო ფაქტორების გავლენას ქვეყნის შიდა კონფლიქტებზე;
ცხრილში ქრონოლოგიური თანამიმდევრობით აჯგუფებს სახელმწიფოებს, რომლებმაც დაკარგეს დამოუკიდებლობა (ან საერთოდ გაქრნენ) და მითითებს ამ მოვლენის გამომწვევ საგარეო და  საშინაო ფაქტორებზე, მაგ:

საუკუნე
სახელმწიფო
საგარეო ფაქტორი
საშინაო ფაქტორი
   VI საუკუნე
ქართლის სამეფო
სასანურ ირანის გაძლიერება
 ცენტრალური ხელისუფლების დასუსტება
  XIX საუკუნის დასაწყისი
ქართლ-კახეთის სამეფო
რუსეთის,
ირანისა და ოსმალეთის პოლიტიკა კავკასიაში
ა) ქვეყნის ეკონომიკური დაუძლურება
ბ) დაპირისპირება ბატონიშვილებს შორის
  XX საუკუნის ბოლო
საბჭოთა კავშირი
დაპირისპირება დემოკრატიულ ქვეყნებთან
) ეროვნული მოძრაობის გაძლიერება

  • მსჯელობს მსოფლიო ომებით გამოწვეულ  ცვლილებებზე და საქართველოსთვის ამ ცვლილების  მნიშვნელობაზე;
  • აანალიზებს საერთაშორისო ორგანიზაციების გავლენას თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაზე.
 მიმართულება: კულტურა და რელიგია
 ისტ.IX.6. მოსწავლეს შეუძლია  მსჯელობა საქართველოში არსებული რელიგიებისა და მათი აქ გავრცელების ისტორიული მიზეზების შესახებ.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  
·        აჯგუფებს, ან იერარქიული სქემით გამოსახავს წინარექრისტიანული  ხანის ქართულ ღვთაებებს, მიუთითებს მათ ფუნქციებს, მოიძიებს მათ ანალოგებს ძველაღმოსავლურ, ანტიკურ და სხვა წარმართულ პანთეონებში;
·        აანალიზებს, თუ რა ცვლილებები განიცადა საქართველოში წარმართობამ ქართლის სახელმწიფოს წარმოშობის შემდეგ (მაგ., მკაცრი იერარქიულობის დაცვა, ახალი კულტების შემოტანა და სხვა);
·        აანალიზებს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობას ქართული სახელმწიფოს საგარეო ორიენტაციის განსაზღვრაში. მსჯელობს ქრისტიანობის როლზე ქართული კულტურის განვითარებაში და ქართული ეთნოსის განმტკიცებაში;
·        აჯგუფებს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ხელშემწყობ და ხელისშემშლელ ფაქტორებს, მოიძიებს მათ ანალოგიას სხვა ქრისტიანული ქვეყნების ისტორიაში;
·        ირჩევს ქართული ეკლესიის ორ წარმომადგენელს და ადარებს მათ მოღვაწეობას რელიგიურ და კულტურულ სფეროში;
·        ადგენს საქართველოში სხვადასხვა ეპოქაში არსებული რელიგიებისა და კონფესიების სიას და მსჯელობს მათი ურთიერთობების შესახებ როგორც ერთმანეთთან, ასევე სახელმწიფოსთან;
·        აღწერს ქართული ეკლესიის სტრუქტურას სხვადასხვა ეპოქაში და ახასიათებს მის ეირარქიას.
 ისტ.IX.7. მოსწავლეს შეუძლია   მსჯელობა ქართულ კულტურ სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და  განვითარების შესახებ.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • რუკაზე აღნიშნავს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ საეკლესიო და საგანმანათლებლო კერებს და აკეთებს იმ დისციპლინების ჩამონათვალს, რომლებსაც იქ ასწავლიდნენ;
  • წერილობით აღწერს და ახასიათებს მის საცხოვრის დასახლებულ პუნქტში (ქალაქში, სოფელში, რაიონში) მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს (მაგ.: თბილისელი მოსწავლე ახასიათებს ანჩისხატის ტაძარს ან ნარიყალას ციხეს, გორელი მოსწავლე ახასიათებს უფლისციხეს ან გორის ციხეს, ქუთაისელი მოსწავლე ახასიათებს ბაგრატის ტაძარს. . . .);
  • ფუნქციების მიხედვით აჯგუფებს და რუკაზე აღნიშნავს მისთვის ნაცნობ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს (მაგ.: საერო დანიშნულების - სასახლეები, აბანოები და ა. შ.; თავდაცვითი - ციხე-ქალაქები, ციხეები და ა. შ.; საკულტო დანიშნულების - ტაძრები, ეკლესია-მონასტრები);
  • ჩამოთვლის ქართული კულტურის ყველაზე მეტად წარმატებულ დარგებს;
  • მსჯელობს ყველაზე მნიშვნელოვანი  ქართული ლიტერატურული და სახვითი ხელოვნების ძეგლების შექმნის ისტორიის და მნიშვნელობის შესახებ;
  • მსჯელობს ყველაზე მნიშვნელოვან ქართული და უცხო კულტურის ურთიერთობისა და ურთიერთგავლენის შესახებ. წერს თემას, რომელშიც განიხილავს ერთ კონკრეტულ მაგალითს (მაგ.: ურთიერთობა ბერძნულ სამყაროსთან ელინისტურ ხანაში, ქრისტიანული და აღმოსავლური კულტურების გავლენა შუა საუკუნეები ქართულ კულტურაზე და ა. შ.). 

 კურსის დასახელება      -ისტორია (ისტორიის მეცნიერების შესავალი)
 კლასი -მეათე საშუალო საფეხური

მასაწვლებელი   - ეთერ ლომსაძე

დრო და სივრცე
ისტორიული ინტერპრეტაცია და კვლევა
კომუნიკაცია
ისტ.X. 1. მოსწავლეს შეუძლია ანალიტიკური მსჯელობა ისტორიის ქრონოლოგიისა და პერიოდიზაციის საკითხებზე.

ისტ.X. 2მოსწავლეს შეუძლია   ისტორიის  დამხმარე დარგებზე მსჯელობა და მათი სპეციფიკის  განსაზღრა.

ისტ.X.3.  მოსწავლეს შეუძლია  მსჯელობა სხვადასხვა ეპოქაში ისტორიული აზრის განვითარების პროცესზე.

ისტ.X.4. მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზს და შეაფასს  ისტორიული მოვლენის განსხვავებულ ინტერპრეტაციები.

ისტ.X.5. მოსწავლეს შეუძლია   ისტორიული წყაროების კლასიფიცირება.

ისტ.X.6. მოსწავლეს შეუძლია   გაანალიზს პირველად და მეორად წყაროები.

ისტ.X.7. მოსწავლეს შეუძლია  ისტორიულ კვლევ დაგეგმა და ატარებ.
  ისტ.X.8. მოსწავლეს შეუძლია   ისტორიულ თემ დაწერა.






წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები მათი ინდიკატორები
 მიმართულება: დრო და სივრცე
 ისტ.X. 1. მოსწავლეს შეუძლია ანალიტიკური მსჯელობა ისტორიის ქრონოლოგიისა და პერიოდიზაციის საკითხებზე.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        მსჯელობს წელთაღრიცხვის სხვადასხვა სისტემაზე, მისი წარმოშობის ისტორიასა და მიზეზებზე, ადარებს წელთაღრიცხვის ძველ სისტემებს თანამედროვე საყოველთაოდ გავრცელებულ მოდელს; მსჯელობს ქართული წელთაღრიცხვის სისტემაზე;
·        იცნობს კალენდრის სხვადასხვა სისტემას, ადარებს მას მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებულ კალენდართან;
·        იცნობს ისტორიის პერიოდიზაციის ძირითად ძველ და თანამედროვე მოდელებს, მსჯელობს მათ შესახებ;
·        იცნობს საქართველოს ისტორიის პერიოდიზაციის ძველ და თანამედროვე მოდელებს. ადარებს მას მსოფლიოში დღეს არიარებულ ისტორიის პერიოდიზაციასთან.
 მიმართულება: ისტორიული ინტერპრეტაცია  და კვლევა
 ისტ.X. 2მოსწავლეს შეუძლია ისტორიის ძირითად  და დამხმარე დარგებზე მსჯელობა  და მათი სპეციფიკის  განსაზღრა.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        ჩამოთვლის ისტორიის  დამხმარე დარგებს, იცნობს მათ სპეციფიკას, გამოყოფს კვლევის უმთავრეს ობიექტებს;
·        მსჯელობს ისტორიული დარგების ადგილსა და მნიშვნელობაზე ისტორიული პროცესის შესაძლებელი სისრულით აღდგენისა და აღქმისათვის;
·        მსჯელობს დიდი არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგებზე, აკეთებს პრეზენტაციას მის მიერ არჩეული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენის შესახებ (მაგ.: ევრაზიის უძველესი ადამიანი დმანისში, ტროას გათხრები);
·        მსჯელობს ეთნოლოგია/ეთნოგრაფიული მასალების მნიშვნელობაზე, კლასგარეშე აქტივობის გზით (სამუზეუმო ექსპონატების გაცნობა, საველე გასვლითი სამუშაოს შედეგად მოპოვებული ეთნოგრაფიული მასალის გაცნობა) მოპოვებული მასალის საფუძველზე მსჯელობს ყოფა-ცხოვრების ძირითად მახასიათებლებზე და ტრადიციული ყოფა-ცხოვრების ძირითად ელემენტებს ადარებს თანამედროვე ყოფას; აკეთებს პრეზენტაციას მის მიერ არჩეული საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის ტრადიციული ყოფა-ცხოვრების შესახებ;
·        სამუზეუმო ფონდებისა და ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით
მოიძიებს ქართული მონეტებისა და ქაღალდის ფულის ძირითად ნუმუშებს და       ადარებს სხვა ქვეყნის ფულის ნიმუშებთან; მსჯელობს ნუმიზმატიკისა და ბონისტიკის მნიშვნელობაზე;
·        იცნობს ძველ ქართულ მეტროლოგიურ სისტემას. ადარებს მა სხვა ქვეყნებში გავრცელებულ ძველ და თანამედროვე მეტროლოგიურ სისტემებთან;
·        განსაზღვრავს ისტორიული გეოგრაფიის მნიშვნელობას, იცნობს ისტორიული კარტოგრაფიის ძირითად ეტაპებს, მათ შორის ქართული კარტოგრაფიის განვითარების ისტორიას (მაგ.: მსჯელობს ვახუშტი ბაგრატიონის კარტოგრაფიულ მემკვიდრეობაზე და ადარებს მის ატლასებს მისი დროის მსოფლიო კარტოგრაფიულ მიღწევებთან).
ისტ.X.3.  მოსწავლეს შეუძლია  მსჯელობა სხვადასხვა ეპოქაში ისტორიული აზრის განვითარების პროცესზე.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        იცნობს ისტორიული აზრის განვითარების ძირითად ეტაპებს;
·        განასხვავებს ისტორიული მწერლობის განვითარების ძირითად (ანტიკური, შუა საუკუნეების, რენესანსის. . . . )  ეტაპებს;
·        მსჯელობს სხვადასწხვა ეპოქის ისტორიკოსებზე, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ისტორიის, როგორც მეცნიერების განვითარების საქმეში;
·        იცნობს შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ქართველ ისტორიკოსებს, მსჯელობს მათი ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ (მაგ.: ვახუშტი ბაგრატიონი და ივანე ჯავახიშვილი); მსჯელობს უმნიშვნელოვანესი ქართული საისტორიო კრებულის, ,,ქართლის ცხოვრების’’ შესახებ;
·        მსჯელობს სხვადასხვა  ისტორიული სკოლის არმოშობის განმსაზღვრელ ფაქტორებზე და ადარებს ერთმანეთთან ამ სკოლების წარმომადგენლების ძირითად შეხედულებებს; გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას, რამდენად   განაპირობებს ისტორიული გარემო და ეპოქის ფასეულობები სხვადასხვა დროის ისტორიის თეორეტიკოსთა შეხედულებებს.
·        მსჯელობს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში ისტორიის განსხვავებული მნიშვნელობების (ისტორია, როგორც პროპაგანდა, ისტორია და ეთიკა, ისტორია და თეოლოგია) შესახებ.
ისტ.X.4. მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზს და შეაფასს ისტორიული მოვლენის განსხვავებულ ინტერპრეტაციები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ადარებს ორ წყაროს, რომლებიც კონკრეტულ ისტორიულ მოვლენაზე გვაწვდის განსხვავებულ ინფორმაციას, ან გვაძლევს ისტორიული მოვლენის ან პიროვნების განსხვავებულ შეფასებას (მაგ.: იუსტინიანე კეისრის შეფასებას პროკოფი კესარიელის ოფიციალური და საიდუმლო ისტორიის მიხედვით ან ლაშა-გიორგის შეფასება ლაშას დროინდელი მემატიანისა და ჟამთააღმწერლის  თხზულების მიხედვით); მსჯელობს იმ  ფაქტორებზე, რომლებმაც განაპირობა კონკრეტული მოვლენის განსხვავებული ინტერპრეტაციების არსებობა;
  • ადარებს კონკრეტულ ისტორიულ მოვლენაზე (პიროვნებაზე) არსებულ ორი (ან სამი) ისტორიკოსის განსხვავებულ თვალსაზრისს, კრიტიკულად აფასებს მას და აყალიბებს საკუთარ შეხედულებას ამ ისტორიული მოვლენის (პიროვნების) შესახებ;
  • მსჯელობს ისტორიული ინტერპრეტაციის ჰიპოთეტურ ხასიათზე და აცნობიერებს, რომ ნებისმიერი ისტორიული  ინტერპრეტაცია შეიძლება გადაფასდეს ახალი  მასალის მოძიების (გამოქვეყნების) შემთხვევაში; 
  • ასხვავებს ისტორიულ ფაქტს ისტორიული ინტერპრეტაციისაგან.
 ისტ.X.5. მოსწავლეს შეუძლია   ისტორიული წყაროების კლასიფიცირება.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        ტიპოლოგიურად აჯგუფებს საისტორიო წყაროებს;
·        ერთმანეთისგან ასხვავებს ნარატიულ და დოკუმენტურ საისტორიო მასალას;
·        აღიქვამს ეთნოგრაფიული და არქეოლიგიური მონაცემების, როგორც საისტორიო წყაროს, მნიშვნელობას;
·        აღიქვამს ლინგვისტური მონაცემების, როგორც საისტორიო წყაროს, მნიშვნელობას;
·        საუბრობს ფოლკლორული მასალის, როგორც საისტორიო წყაროს შესახებ.
 ისტ.X.6. მოსწავლეს შეუძლია   გაანალიზს პირველად და მეორად წყაროები.
  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        მსჯელობს პირველად და მეორად წყაროებზე;
  • გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას ისტორიული წყაროს ავტორის შესახებ და კრიტიკულად აფასებს, თუ რამდენად სანდოა იგი (მაგ.: იკვლევს იყო თუ არა ავტორი მოვლენის თვითმხილველი, რა წყაროებით სარგებლობდა იგი; მოქმედებდა თუ არა ცენზურა  წყაროს ავტორზე);
  • განსაზღვრავს ისტორიული წყაროს შექმნის მიზანს  - ავტორის მოტივაციას (მაგ.: მხედველობაში იღებს წყაროს ავტორის პირად ურთიერთობას ისტორიული პირთან, მის დამოკიდებულებას უცხოელთა მიმართ, მისი ეპოქის საზოგადოებრივ გარემოს, ფასეულობებსა და მენტალიტეტს);
  • ფლობს ინფორმაციას ისტორიული დოკუმენტის შექმნის თარიღის და ადგილის შესახებ; წყაროს შეფასებისას მხედველობაში იღებს, თუ რამდენად არის დაშორებული იგი დროისა და ადგილის თვალსაზრისით მასში გადმოცემული ისტორიული მოვლენებისგან;
  • განასხვავებს  იმ ინფორმაციას, რომლის მოწოდება წყაროს ავტორის  უპირველესი მიზანი, წყაროში არსებული ყველა სხვა ცნობისაგან (მაგ. იაკობ ხუცესის "შუშანიკის წამებაში" ავტორის მიზანია ქრისტიანობისათვის თავდადებული დედოფლის ცხოვრების აღწერა, მაგრამ ამავე დროს ამ ნაწარმოებში ჩვენ მოვიპოვებთ ცნობებს V საუკუნის II ნახევრის ქართლის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ვითარების შესახებ);
  • პირველად წყაროებზე მუშაობისას მხედველობაში იღებს ისტორიული მოვლენის მონაწილეების განსხვავებულ ფასეულობებს, ინტერესებს, შეხედულებებს, მოტივებსა და სხვა ადამიანურ ფაქტორებს;
  • ისტორიულ წყაროებზე მუშაობისას ადგენს მიზეზ-შედეგობრივ  კავშირებს;
  • ისტორიული წყაროდან მიღებულ ინფორმაციას აჯგუფებს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს (პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, რელიგია, სოციალური ურთიერთობები) მიხედვით;
  • აღიქვამს ისტორიულ ეპოქას: ა) აყალიბებს მისთვის საინტერესო ეპოქაში არსებულ ფასეულობებს, შეხედულებებსა და შესაძლებლობებს; აღწერს, თუ როგორ აღიქვამდნენ იმ პერიოდის ადამიანები თავიანთ ეპოქას; ბ) ცდილობს თავიდან აიცილოს წარსული ეპოქის  მხოლოდ დღევანდელი გადასახედიდან შეფასება.
ისტ.X.7. მოსწავლეს  შეუძლია  ისტორიულ კვლევ დაგეგმა და ატარებ.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • დამოუკიდებლად ან მასწავლებლის დახმარებით ირჩევს საკვლევად მისთვის საინტერესო ისტორიულ საკითხს (მოსწავლის არჩევანი შეიძლება განაპირობოს ისტორიული ნაშრომის, ისტორიულ თემატიკაზე შექმნილი მხატვრული ლიტერატურის,  კინოფილმების, არქიტექტურული ძეგლების, სამუზეუმო ექსპოზიციების გაცნობამ ან რომელიმე თანამედროვე პოლიტიკური მოვლენით დაინტერესებამ);
  • მომავალი გამოკვლევის თემის დაკონკრეტების მიზნით არჩეულ ისტორიულ საკითხზე ეცნობა ერთ ან ორ ზოგადი ხასიათის სტატიას (მაგ.: სტატია ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში);
  • განსაზღვრავს, თუ რა ტიპის კვლევის ჩატარებას აპირებს - დაეყრდნობა მისი გამოკვლევა მხოლოდ მეორად წყაროებს, თუ მას დასჭირდება როგორც პირველადი, ასევე მეორადი წყაროების გამოყენება;
  • ადგენს "სამუშაო" ბიბლიოგრაფიას (მაგ.: ა) ენციკლოპედიის სტატიის ბოლოს მითითებული წიგნების მიხედვით; ბ) მასწავლებლის მიერ დასახელებული წიგნის სქოლიოებში ან გამოყენებულ ლიტერატურის სიაში მოიძიებს და შეარჩევს ორ ან სამ გამოკვლევას);
  • მოსწავლე ბიბლიოთეკაში კატალოგის საშუალებით მოიძიებს საჭირო ლიტერატურას და  განსაზღვრავს, გამოადგება თუ არა ესა თუ ის წიგნი ან სტატია მომავალი კვლევისათვის (მაგ.,  წიგნის შესავლის, წინასიტყვაობის, სარჩევის თავებისა და ქვეთავების   გაცნობის საშუალებით);
  • კვლევის ინტერესებიდან გამომდინარე, მასწავლებლის დახმარებით მოიძიებს, ეცნობა და აფასებს პირველად წყაროებს;
  • საჭიროების შემთხვევაში მოიძიებს და იყენებს ინფორმაციას ვიზუალური,  აუდიო/ვიდეო/კინო მასალისა და ინტერნეტ-რესურსის, ასევე ლიტერატურული წყაროების საშუალებით (ფოტოები, ნახატები, ფრესკები, არქიტექტურული ნაგებობები, რომანები, პოეტური და დრამატურგიული ნაწარმოებები, ფოლკლორული, პოპულარული თუ კლასიკური მუსიკა);
  • კვლევის პროცესში იყენებს სხვადასხვა ტიპის დიაგრამებს ისტორიული წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის განმარტებისა თუ ილუსტრაციის მიზნით;
  • კვლევის შედეგებს რეგულარულად აცნობს მასწავლებელს და ითვალისწინებს მის შენიშვნებს.
 მიმართულება: კომუნიკაცია
 ისტ.X.8. მოსწავლეს შეუძლია   ისტორიულ თემ დაწერა.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ისტორიული თემის დაწერის მიზნით ირჩევს მისთვის საინტერესო საკითხს და თანდათან აკონკრეტებს მას.
  • არჩეულ საკითხზე წინასწარი კვლევის ჩატარების შემდეგ განსაზღვრავს თემის მთავარ  იდეას - თეზისს და აყალიბებს მას წინადადების სახით;
  • განსაზღვრავს თემის მიზანს, ანუ იმას, თუ რა დანიშნულება აქვს თემას _მკითხველის ინფორმირება ისტორიულ საკითხთან დაკავშირებით (ანუ ისტორიული საკითხის განმარტება, ახსნა), თუ მკითხველის დარწმუნება ისტორიული პრობლემის  საკუთარი ხედვის (არგუმენტის) სისწორეში;
  • განსაზღვრავს, თუ ვინ იქნება მის მიერ დაწერილი თემის მკითხველი (მაგ.: თანაკლასელები, მასწავლებელი თუ ოლიმპიადის ჟიური); ამ მიზნით პასუხობს შემდეგ შეკითხვებს: რა იცის წინასწარ მომავალმა მკითხველმა თემაში განხილული ისტორიული საკითხის შესახებ? რა ცოდნა უნდა მისცეს მკითხველს ჩემმა თემამ? რა მინდა, რომ მკითხველმა დაინახოს ახლებურად? როგორ უნდა ავაგო თემა, რომ ჩემი იდეები გასაგები გახდეს კონკრეტული მკითხველისთვის?
  • ადგენს თემის დაწერის გეგმას, რაც გულისხმობს: ა) გეგმის შედგენის დროს უფრო მნიშვნელოვანი იდეების ერთ ჯგუფში განთავსებას, შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვნისას კი _ მეორეში და ა.შ.; ბ) შემდეგი ტიპის სქემის შედგენას:
თემის თეზისი (წინადადების სახით)
მაგ. 1920-21 წლებში ამიერკავკასიის ქვეყნების დამოუკიდებლობის დაკარგვა განაპირობა საგარეო პოლიტიკურმა ფაქტორებმა.
პირველი მთავარი იდეა
ა) პირველ მთავარ იდეასთან  დაკავშირებული პირველი დამხმარე იდეა
      • მიზეზი ან მაგალითი
      • მიზეზი ან მაგალითი
ბ) პირველ მთავარ იდეასთან  დაკავშირებული მეორე დამხმარე იდეა
      • მიზეზი ან მაგალითი
      • მიზეზი ან მაგალითი
მაგ., რუსეთის რევოლუცია

ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლა

I მსოფლიო ომის შედეგები

მეორე მთავარი იდეა

პირველი მსოფლიო ომი და პარიზის სამშვიდობო კონფერენცია



  • მასწავლებელს (ხელმძღვანელს, თანაკლასელებს) წარუდგენს თემის შავ ვარიანტს.
  • ისტორიული თემის წერის პროცესში განსაზღვრავს თემის ენობრივ მხარეს\წერის (სავარაუდო მკითხველის გათვალისწინებით განსაზღვრავს, რა სირთულის უნდა იყოს ნაშრომის ენა, იყოს თუ არა იგი ხატოვანი და ა.შ.). თავს არიდებს წმინდა პროფესიული ტერმინების უადგილოდ გამოყენებასა და კლიშეების ხმარებას. ციტატის მოტანისას, პრაფრაზირებისას ან სხვისი მოსაზრების გამოყენებისას აუცილებლად უთითებს წყაროს;
  • იყენებს და თანმიმდევრულად იცავს მითითების არჩეულ  სტილს, თემას დაურთავს გამოყენებული ლიტერატურის სიას, ახდენს გვერდების დანომვრას;
  • შავი ვარიანტის დასრულებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უბრუნდება მას გადამუშავების მიზნით: ა) თემის ხელმეორედ წაკითხვისას ცდილობს შეხედოს თავის ნაშრომს მომავალი მკითხველის თვალით; ბ) ხელმეორედ წაკითხვის დროს ამოწმებს: რამდენად კარგად არის აგებული ნაშრომი, ემთხვევა თუ არა შავი ვარიანტი წინასწარ შედგენილ გეგმას, კარგად არის შეკრული თემა თუ არა, ლოგიკურ კავშირშია თუ არა თემის ყველა ნაწილი თეზისთან, არის თუ არა ხარვეზები არგუმენტების სხვადასხვა ნაწილს შორის, აქვს თუ არა ადგილი შინაარსის ან ფრაზების გამეორებას;
  • მეორე (ან მესამე ვარიანტის) დაწერის შემდეგ ახდენს თემის რედაქტირებას;
  • თემის საბოლოო ვარიანტის წარდგენის წინ კიდევ ერთხელ კითხულობს რედაქტირებულ ვარიანტს.    






1 comment:

  1. კარგი სტატიები, გსმენიათ ბატონი ბენჯამინის შესახებ, ელ.ფოსტა: Lfdsloans@outlook.com --WhatsApp საკონტაქტო: + 1-9893943740-- ვინც მუშაობს დაფინანსების მომსახურებასთან, მათ მაძლევან 95,000.00 აშშ დოლარის სესხი ჩემი ბიზნესის წამოწყების მიზნით და მე ყოველწლიურად ვხდი მათ უკვე ორი წელია, რაც მე კიდევ 2 წელი მაქვს დარჩენილი, თუმცა მე მათთან მუშაობა მსიამოვნებს, რადგან ისინი ნამდვილი სესხის გამსესხებელია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სახის სესხი მოგცეს.

    ReplyDelete