გაკვეთილის გეგმები

გაკვეთილის გეგმა
თემა:       ბონისტიკა
კლასი-X
მოსწავლეთა რაოდენობა: 6
შედეგი:   მოსწავლე აანალიზებს პირველად და მეორად წყაროებს. წერს ისტორიულ თემას.
ინდიკატორი:   ადგენს ისტორიული წყაროს მთავარ საკითხს. ისტორიული წყაროდან ზუსტი შინარსის გამოტანის მიზნით ადგენს ისტორიული მოვლენის მონაწილეებს. მისი განვითარების ადგილსა და დროს,  გამომწვევ ფაქტორებსა და შედეგებს.
ისტორიული თემის დაწერის მიზნით ირჩევს ერთ-ერთ საინტერესო საკითხს და აკონკრეტებს მას.
გაკვეთილის მიზანი
აქტივობები
მოსწავლეთა ორგანიზება
რესურსები
დრო
შეფასება
ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება,



ისტორიული კვლევა და ინტერპრეტაცია,

თანამშრომლობა,




კომუნიკაცია
თანამედროვე ლარის კვლევა, პრეზენტაცია.

ტექსტი.


ბონების შედარება პრეზენტაციები.

საშინაო დავალება.
წყვილებში




ინდივიდუალურად

ჯგუფურად
ლარების ქსეროასლები


სახელმძღვანელო



რვეული, დაფა
20წთ.



3წთ.


20წთ.


2წთ.

ჩართულობის შეფასების  სქემა

გაკვეთილის  დასაწყისში ვსვამ კითხვას - ვისი გამოსახულებაა 5 ლარიანზე?(ავერსზე?, რევერსზე?)პასუხების მოსმენის შემდეგ ვაწყვილებ მოსწავლეებს და ვურიგებ ლარების ქსეროასლებს (ორივე გვერდის), ჩაატარონ თანამედროვე ფულის სხვადასხვა კუპიურების  ბონისტიკური კვლევა. შემდეგ ვაჯამებთ კვლევის შედეგებს- რა იყო მათთვის სიახლე?
ვაძლევ სახელმძღვანელოს ტექსტს წასაკითხად, სადაც მოცემულია ბონები ისტორიის საკმაოდ მცირე პერიოდში, რომლებიც დაიბეჭდა 1918, 1918 და 1923 წლებში.
მოსწავლეები ტექსტიდნ გამომდინარე აფასებენ საქართველოს პოლიტ. მდგომარეობას. რადგან ბონებს სხვასდასხვა ნიშანი აქვთ ეს მიუთითებს, რომ საქართველოში სამჯერ მოხდა პოლიტიკური ცვლილება (შეიქმნა ა/კ დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა, შემდეგ დემოკრატიული რესპუბლიკა და 1923 წელს კი ის სსრკ-შია, როგორც ა/კ სსრ ფედერაცია).
რატომ ქაღალდი და არა ხურდა?- რადგან   მსუბუქია და მოსახერხებელი, თან ადვილად არ დაიკარგება.

მოსწავლეებს ვთხოვ გაკვეთილზე გამოტანილი დასკვნები კიდევ ერთხელ შეაჯამონ და წარმოადგინონ ბონისტიკური კვლევა, პრეზენტაცია( PoverPoint-ში) საქართველო 1918-1923 წლებში. 


გაკვეთილზე ჩართულობის კრიტერიუმები

მოსაწვლე იშვიათად მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში, შესაძლებელია ხელსაც უშლიდეს გაკვეთილის მსვლელობას, გამოხატავს გაკვეთილის პროცეცის მიმართ იდიფერენტულ ან აგრესიულ დამოკიდებულებას.
1-2
მოსწავლე დამოუკიდებლად არ ერთვება გაკვეთილის პროცესში, იშვიათად იჩენს ინიციატივას, მასწავლებლის გარეშე მისი ჩართულობა ხშირად არ ვლინდება.
3-4
მოსწავლე დმოუკიდებლად ერთვება სასწავლო პროცესში, ცდილობს იყოს აქტიური,მაგარამ მისი აქტიურობა ქმნის პრობლემებს. მაგ:ზედმეტად ბევრს საუბრობს, აწყვეტინებს მოსაუბრეს.ხანდახან ცდილობს საკუთარი აქტიურობით დამალოს მოუმზადებულობა, ზოგჯერ არ სცემს პატივს სხვის მუშაობას.
5-6
მონაწილეობს აქტიურად გაკვეთილის მსვლელობაში და უმეტესად ამღავნებს წინსწარ მომზადებულობას, პატივს სცემს სხვების აზრს და მუშაობას, დამოუკიდებლად ერთვება დისკუსიებსა თუ ჯგუფურ აქტივობაში, თუმცა მის მსჯელობას არ აქვს სისტემური ხასიათი, აქვს ჩავარდნები.
7-8
მუდმივად მზადაა მონაწილეობა მიიღოს გაკვეთილის მსვლელობაში, დამოუკიდებლად ერთვება მუშაობაში,დისკუსიასა თუ პრობლემების გადაჭრაში, ეხმარება და პარივს სცემს სხვებს.კარგად აქვს გაცნობიერებული საკუთარი როლი საკითხის შესწავლისას.
9-10

No comments:

Post a Comment