http://elomsadze.blogspot.com/
http://xaragaulis.blogspot.com/
http://etwinning-lashe.blogspot.com/
http://etunalomsadze.blogspot.com/
პროექტ -გაკვეთილი
თემა: ადგილი, სადაც ვცხოვრობ
პროექტის აქტუალურობა:
ხარაგაულის ლანდშაპტი დღეს განსაკუთრებით განიცდის ცვლილებას. მიმდინარეობს სარკინიგზო ხაზის მშენებლობა, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს და მოსახლეობას.
სასწავლო მიზანი:
- საკუთარი სოფლის ან ქალაქის( ვითვალისწინებ მოსწავლეთა არჩევანს) ლანდშაპტისათვის დამახასიათებელი ელემენტების ცნობა.
- ლანდშაპტის ფორმირებისათვის საჭირო მნიშვნელოვანი ბუნებრივი ელემენტების შესწავლა.
- მუშაობა რუკასთან, ინფორმაციის მოძიება და დამუშავება
- მოსწავლეებმა შეისწავლონ პროექტის დაგეგმვა და განხორციელება.
- გარემოს დაცვა და მოქალაქეობრივი მიდგომა
შედეგები და ინდიკატორები:
საზ. მეცნ. V-VI.11. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს საქართველოს გეოგრაფიული ობიექტები დასახლების ტიპებთან.
- ფოტოსურათის ან რუკის გამოყენებით აღწერს სხვადასხვა ტერიტორიისათვის დამახასიათებელ პეიზაჟს.(მაგ. მთები, ტყეები, და სხვა)
- ასნხვავებს სხვადასხვა ტიპის დასახლებებს და მსჯელობს კონკრეტულ გეოგრაფიულ გარემოში მათი გაჩენის მიზეზებზე
- საქართველოს კონტურულ რუკაზე აღნიშნავს სხვადასხვა ტიპის დასახლებებს(ქალაქი, დაბა, სოფელი)
- ასახელებს სხვადასხვა დასახლების ფუნქციონირებისათვის აუცილებელ პირობებს.მსჯელობს მათ მნიშვნელობებზე
- ერთმანეთს ადარებს საკუთარ და სხვა დასახლებული პუნქტის ბუნებრივ პირობებს.
- ირჩევს რომელიმე ბუნებრივ რესურს და მსჯელობს მის მნიშვნელობზე რეგიონის განვითარებისათვის
- ბუნებრივ რესურსს აკავშირებს ქვეყნის (რეგიონის) სამეურნეო საქმიანობასთან.
საზ. მეცნ. V-VI.13. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ბუნებრივი რესურსის რაციონალურ და მრავალმხრივ გამოყენებაზე
- ასახელებს ტყის გამოყენების განსხვავებულ სახეებს
- გამოყოფს ტყით სარგებლობის გარემოსთვის უსაფრთხო ფორმებს
რესურსები: რუკა, კომპიუტერი, სამუშაო ფურცლები
აქტივობების აღწერა( ნაბიჯ-ნაბიჯ) : ვყოფ მოსწავლეებს წყვილებად,(3 წყვილი), თითეულ წყვილს ვურიგებ სამუშაო ფურცლებს და ქალაქის ან სოფლის რუკას (არჩევანს აკეთებენ წყვილები).
წყვილები ავსებენ სამუშაო ფურცლებს, წერენ მათი ქალაქისათვის/სოფლისათვის ან რეგიონისათვის დამახასიათებელ ადგილებს და რუკაზე აღნიშნავენ მათ.
სამუშაო
ფურცელი: ადგილი, სადაც ვცხოვრობ
ლანდშაპტის ელემენტის დასახელება
|
აღწერა
|
ადგილმდებარეობა (რუკაზე)
|
კომენტარი
|
- რით განსხვავდება ჩვენი რაიონი ან სოფელი სხვებისაგან, ლანდშაპტის როგორი ბუნებრივი და ანთროპოგენული ელემენტებია დამახასიათებელი მათთვის?
- ყოველთვის ამ სახით არსებობდა თუ არა ეს ელემენტები ამ ადგილას? არის თუ არა მრავალწლოვანი ხეები რაიონსა თუ სოფელში?
თუ ფიქრობენ, რომ არის, როგორ ფიქრობენ დაახლოებით რამდენი წლის იქნება ეს ხეები?
ვაჩვენებ ფილმს ,, კაცი, რომელიც ხეებს რგავდა" ჩვენების შემდეგ ვაკეთებთ რეფლექსიას:
ავსახოთ ფილმიდან მიღებული შთაბეჭდილებები.
ამის შემდეგ კი მოსწავლეებს ვაჯგუფებ ორ ჯგუფად და ვაძლევ დავალებას: მოამზადონ ანგარიში/ პრეზენტაცია საკუთარი სოფლის/ რაიონის შესახებ. ვაძლევ ინსტრუქციას: შეიძლება მოიძიონ ისტორიული დოკუმენტები, ძველი ფილმები, ძველი ფოტოები ან ბარათები, გაესაუბრონ სოფლის ან რაიონის მაცხოვრებლებს. შეუძლიათ გამოიყენონ ინტერნეტი და მოიძიონ ინფორმაცია რაიონის შესახებ.
მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფურად და აგროვებენ ინფორმაციას( იწერენ ინტერვიუს უხუცესებთან, ბაბუა-ბებიებთან). აღნიშნულ ინფორმაციას გამოიყენებენ პროექტის ანგარიშისათვის. ანგარიში შეუძლიათ წარმოადგინონ წერილობით, ან პლაკატის სახით, შეუძლიათ მოამზადონ პრეზენტაცია PowerPoint-ში( არჩევანის საშუალებას ვაძლევ მოსწავლეებს).
პროექტის დასასრულს კი მოსწავლეები წარმოადგენენ ანგარიშს/პრეზენტაციას.
მოსწავლეებს ვაფასებ ჯგუფური მუშაობის რუბრიკით .
შედეგი:
- მოსწავლეები შეძლებენ რაიონის /სოფლის ლანდშაპტისათვის დამახასიათებელი ელემენტების ცნობას.
- მოსწავლეებს ეცოდინებათ ლანდშაპტის ფორმირებისათვის საჭირო მნიშვნელოვანი ბუნებრივი ელემენტები
- შეისწავლიან რუკასთან მუშაობას, ინფორმაციის მოძიება/ დამუშავებას
- შეძლებენ პროექტის დაგეგმვა/განხორციელებას.
- ჩამოუყალიბდებათ გარემოსდაცვითი და მოქალაქეობრივი მიდგომა
No comments:
Post a Comment