ეთერ ლომსაძის სადამრიგებლო პროგრამა
მერვე კლასი
მუშაობის მიზანი:
დავეხმარო მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების
მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში. მოვახდინო მათი
აკადემიური პროცესის მართვა, მონიტორინგი. მოსწავლეთა მშობელთათვის აკადემიური მოსწრების
გაცნობა.
მუშაობის პრინციპი:
- მოსწავლეებში
ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა,
მათ განვითარებაზე ზრუნვა
- პასუხისმგებლობა/ვალდებულებების
გრძნობის განვითარება
- ჩართულობა
სასკოლო ცხოვრებაში(ზეიმების,ლაშქრობების, ექსკურსიების მოწყობა)
- მოსწავლეებთან
თანამშრომლობითი ურთიერთობა
- მშობელთა
ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში
სასწავლო წელი-2013-2014
სასწავლო წელი
კლასში მოსწავლეთა
რაოდენობა-3, მათ შორის გოგონა-1, ბიჭი-2.(სკოლა
მცირეკონტიგენტიანია)
სია:
- ბარბაქაძე
გიორგი
- დევდარიანი
ნიკა
- კვინიკაძე ანა
დამრიგებლის სამუშაო გეგმა
შესასრულებელი საკითხები
|
აქტივობები
|
მიზანი
|
შესრულების დრო
|
|||||
1.შინაგანაწესისა და ქცევის კოდექსის გაცნობა,სასკოლო სახელმძღვანელოების გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა
|
ჩავატარებ კრებას და გავაცნობ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ქცევის კოდექსსა და შინაგანაწესს,ვუზრუნველყოფ სასკოლო სახელმძღვანელოების გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმებას.
|
დავნერგო ქცევის წესები პრაქტიკაში,რათა ხელი შევუწყო მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევის მართვას,დისციპლინისა და უსაფრთხო სასწავლო გარემოს დამკვიდრებას.
|
16.09.2013წ.
|
|||||
2 .მოსწავლეთა მორიგეობის დაწესება, დღის რეჟიმის გაცნობა,კლასის კუთხის მოწყობა.
|
დავაწესებ მოსწავლეთა მორიგეობას, გამოვაკრავ გაკვეთილების ცხრილს,მოსწავლეები უზრუნველყოფენ საკლასო ოთახის და პირად ჰიგიენას და სანიტარული პირობების დაცვას.საკლასო ინვენტარის დაცვას.
|
პიროვნული და მორალური განვითარება, გარემოსდაცვითი და ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
|
||||||
3. მოსწავლეთა პირადი საქმეების მოწესრიგება და საკლასო ჯურნალის წარმოება
|
ვიზრუნებ მოსწავლეთა პირადი საქმეების სწორ წარმოებას,ყოველდღიურად დავაკვირდები მოსწავლეთა დასწრებას გაკვეთილებზე,ვაწარმოებ ჟურნალს,გაცდენების შესახებ ინფორმირებულს გავხდი მშობლებს.
|
ხელი შევუწყო გაცდენების მინიმუმამდე დაყვანას.
|
სისტემატურად
|
|||||
4.მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი.მოსწავლეთა ფსიქოლოგიური პორტრეტი.
|
მოვახდენ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ყოველკვირეულ მონიტორინგს,შევისწავლი მათი მიდრეკილებებსა და ინტერესების სფეროს
|
სწავლისადმი მოტივაციის გაზრდა
|
ყოველკვირეულად
|
|||||
5.სადამრიგებლო საათის ჩატარება
|
სადამრიგებლო საათის ჩატარებას როგორც კლასში, ისე სკოლის გარეთ, არაფორმალურ გარემოში
|
მოსწავლეთა პიროვნული და სოციალური უნარების განვითარება, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ატმოსფეროს ჩამოყალიბება.
|
კვირაში ერთხელ
|
|||||
6.მშობელთა ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში
|
მოვაწყობ მშობლებთან ინდივიდუალური შეხვედრებს, ნებისმიერი წარმატებისა თუ უარყოფითი ქცევის შესახებ ინფორმაციას მივაწვდი მშობლებს,ყოველი ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებაში აქტიურად ჩავრთავ მათ.
დავგეგმავ მშობელთა კრებებს სემესტრში მინიმუმ ორჯერ.კლასის პრობლემების გადაჭრისას ატიურად ვითანამშრომლებ მათთან.დავნერგავ კითხვარს მშობელთათვის.
|
მშობელთა აქტიური ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში,მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით.
|
სემესტრში ორჯერ, ან საჭიროებისამებრ
|
|||||
7. სასკოლო ღონისძიებებსა და ექსკურსია /ლაშქრობების მოწყობა.
|
დავგეგმავთ სასკოლო ღონისძიებას, ექსკურსია/ლაშქრობებს. აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ მუზეუმის პროექტებში.
|
აქტიური ჩართვა სასკოლო ღონისძიებებში.კულტურული და ესთეტიკური განვითარება,თანამშრომლობა, თვალსაწიერის გაფართოება.
|
||||||
გაკვეთილების ცხრილი( 2013-1014 სასწ. წელი)
მოსწავლეები გაერთიანებულნი არიან ნორჩ ისტორიკოსთა და ბუნებისმოყვარულთა კლუბებში.
სადამრიგებლო საათი
ჩატარების დრო: 9.10.2013 წელი
ექსკურსია ხარაგაულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში
თემა: შემეცნებითი და კულტურული განვითარება/ მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება, თვალსაწიერის გაფართოება /.
მიზანი: მოსწავლეებში მეცნიერების და ხელოვნების მიმართ დამოკიდებულების ჩამოყალიბება, მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
ისტორიის მასწავლებლისა( ანუ ჩემი) და ხარაგაულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ინიციატივით დაიგეგმა პროექტი,,პატარა არქეოლოგი", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩემმა სადამრიგებლო კლასის მოსაწვლეებმა მეექვსე და მეშვიდე კლასელებთან ერთად. გადავწყვიტეთ რომ მოსწავლეებს წინასწარ დაეთვალიერებინათ მუზეუმი და საკუთარი შთაბეჭდილებებიც დაეფიქსირებინათ მუზეუმის სტუმართა წიგნში. ყველა საკითხი დაიგეგმა წინასწარ მეექვსე კლასის დამრიგებელ ირმა შველიძესთნ და მეშვიდე კლასის დამრიგებელ თამარ ძიძიგურთან ერთად. წინასწარ შევუთანხმდით მუზეუმის დირექტორს და დაიგეგმა ექსკურსიის დღეც. მოსწავლეებს წინასწარ გავაცანით დღის აქტივობების შესახებ ინფორმაცია, შევთანხმდით ქცევის წესებსა და დროზე. წინასწარ გავაცანი ხარაგაულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ისტორია. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმი, აქტიურად ჩაერთვნენ პროექტში ,,ნორჩი არქეოლოგი". ნახეს ხარაგაულში მშენებარე ეკლესია და გავაცანი ეკლესიის ისტორია. მოსწავლეები ნანახითა და განცდილით კმაყოფილნი დარჩნენ.
მოსწავლეთა ტრანსპორტირებაზე იზრუნა თამარ ძიძიგურმა, მან საკუთარი მანქანით, უსაფრთხოდ მოატარა ბავშვები. მშობლები და მოსწავლეები მადლიერებას გამოხატავდნენ მის მიმართ. |
ლაშქრობა დევის ხვრელში
ჩატარების დრო 25.10.2013 წელი
თემა,, რას გვიამბობს საქართველოს მიწა"
მიზანი: მოსწავლეები გაეცნონ საკუთარი სოფლის ტერიტორიაზე არსებულ ისტორიულ ძეგლებს, მოიძიონ დევის ხვრელის შესახებ ინფორმაცია სამეცნიერო ლიტერატურიდან. გაიფართოვონ თვალსაწიერი. მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. განუვითარდეთ კვლევითი და ანალიტიკური უნარ- ჩვევები შეძლონ მოძიებული და დახარისხებული მასალის შეფასება.
სადამრიგებლო საათის ფარგლებში მეექვსე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებთან ერთად დავგეგმეთ ლაშქრობა დევის ხვრელში. ლაშქრობა მეცხრეკლასელთათვის პროექტის ფარგლებში მოეწყო, რომელსაც ვანხორციელებდი მე, ისტორიის მასაწვლებელი ეთერ ლომსაძე. აქტიურად ვითანამშრომლეთ მეექვსე და მეშვიდე კლასის დამრიგებლებმა ერთმანეთთან და კიდეც განვახორციელეთ ჩანაფიქრი.
გზა სკოლიდან დევის ხვრელამდე ფეხით განვლეთ. განსაკუთრებული სიხალისით მიუყვებოდნენ ბავშვები ეკალ-ბარდიან გზას. დევისხვრელი მდინარე ჩხერიმელას ხეობიდან 80მ. სიმაღლეზეა. ჩემთვის მეტად მძიმე აღმოჩნდა გასავლელი გზა, მაგრამ დაღლა, მარიამ გელაშვილის და სხვა მოსწავლეთა წყალობით, არ მიგვრძნია, რადგან სულ ჩემს გვერდით იყვნენ და გაჭირვებისას ხელს მაშველებდნენ.
დევის ხვრელში ასვლის შემდეგ ჯერ სული მოვითქვით და შემდეგ კი მოვუთხრე მოსწავლეებს ამ აქეოლოგიური ძეგლის შესახებ. მოსწავლეები სვამდენენ კითხვებს , გადაიღეს სურათები. არქეოლოგიური ძეგლისგან ოდნავ მოშორებით მოსწავლეებმა დაათვალიერეს ,,ყვავის წყარო". სკოლაში დაბრუნებულებმა კი შთაბეჭდილებები გაუზიარეს ერთმანეთს.
სადამრიგებლო საათი თემაზე ეკოლოგია.
ჩატარების დრო 15.10.2014წ.
ჩატარების ადგილი: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკის ხარაგაულის ოფისი
მიზანი : მოსწავლეები გაეცნონ ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნულ-ტყე-პარკს, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლება,მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყლიბება.
ჩვენი საქართველოსა და ბუნებისმეყველების გაკვეთილი ინტეგრირებულად ჩავატარეთ მეხუთე -მეექვსე კლასებისათვის ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკის ხარაგაულის ოფისში. ჩემი სადამრიგებლო კლასი ესწრებოდა ამ გაკვეთილს. მათთვის კი წინსწარ ჩავატარე საუბრები ეკოლოგიაზე დავათვალიერებინეთ ტყე-პარკის ოფისი, გაეცნენ ტყე-პარკის შექმნის ისტორიას. გაეცნენ იმ პროექტებს, რომელიც მხარდაჭერილია ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკის ხარაგაულის ოფისის მიერ. დაესწრნენ ფილმის ჩვენებას. დაათვალიერეს ნახატების გამოფენა ,,დავიცვათ ბუნება". დღე საინტერესოდ დატვირთული აღმოჩნდა ბავშვებისთვის.
2014 წლის 5 თებერვალს ჩავატარე კლასის საათი თემაზე ,,წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძე".
წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძე გახლავთ ჩვენი სკოლის, ლაშის საჯარო სკოლის ფუძემდებელი". კლასის საათს ესწრებოდნენ მეშვიდეკლასელები და მათი დამრიგებელი თამარ ძიძიგური.
მიზანი: მოსწავლეებმა გაიცნონ მათი სკოლის დამაარსებელი და მისი მოწამეობრივი ღვაწლი გაიაზრონ თუ რა ფასეულობისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები. გამართონ დისკუსია და გააკეთონ დასკვნები.
2014 წლის 17 თებერვალსსკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ორგანიზებითა და კლასის ხელმძღვანელების დახმარებით ჩატარდა ისტორიულ-ლიტერატურული ღონისძიება ,,დავით აღმაშენებელი", სადაც აქტიურად ჩაერთო მერვე კლასიც.ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე დიმიტრი, რომელიც ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულიადა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა. ეს დღე განსაკუთრებულად დასამახსოვრებელია ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის , დიდი მადლი ტრიალებდა სკოლაში.
ღონისძიება გაშუქდა ადგილობრივ გაზეთში.
საზოგადოება|18.02.2014
მეუფე დიმიტრი მშობლიურ სკოლაში
მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფე დიმიტრი (კაპანაძე) მშობლიურ ლაშის საჯარო სკოლას ესტუმრა. სკოლაში გამორჩეული და ამაღლებული განწყობა სუფევდა.
„სასკოლო ღონისძიებას ვგეგმავდით, – აღნიშნა შეხვედრაზე სკოლის პედაგოგმა ჯუმბერ კვინიკაძემ, – დირექტორმა ნანა აბესაძემ საპატიო სტუმრების მოწვევა გადაწყვიტა. ცოტა შემეშინდა, – თითებზე ჩამოსათვლელი მოსწავლეებით კარგ ღონისძიებას რამდენად ჩავატარებდით. ქალბატონმა ნანამ მითხრა და მეც დავეთანხმე, რომ მეუფე დიმიტრისთან შეხვედრა ჩვენი სკოლის მოსწავლებისთვის დიდი მოვლენა იქნებოდა.“
ღონისძიების პირველი ნაწილი მეფე დავით აღმაშენებელს მიეძღვნა. მოსწავლეებმა ისაუბრეს დავით აღმაშენებლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, წაიკითხეს მეფისადმი მიძღვნილი ლექსები, არაჩვეულებრივად წარმოადგინეს ჯუმბერ კვინიკაძის სცენარის მიხედვით დაწერილი მინიატურები „მიშველე, ტარიელ,“ „მიგვიღე ნატოში“ და „მუხამბაზი“.
ღონისძიების მეორე ნაწილი იზა ვეფხვაძის წიგნის პრეზენტაციას დაეთმო. წიგნში თავმოყრილია ხარაგაულისადმი მიძღვნილი ლექსები. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები ამ წიგნიდან.
ღონისძიების ბოლოს მეუფე დიმიტრიმ დიდი მადლობა გადაუხადა ლაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ლამაზი საღამოსთვის. „ბედნიერი ვარ და ვამაყობ იმით, რომ ეს სკოლა დავამთავრე, – აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ, – თუმცა, მაშინ ვერ ვიაზრებდი, რას ნიშნავდა იმ სასულიერო პირის – სიმონ მჭედლიძის – მიერ დაარსებულ სკოლაში სწავლა, რომელიც შემდეგ წმინდანად შერაცხეს. დიდი ბედნიერებაა, რომ ამ სკოლაში ვარ მოწვეული როგორც მღვდელმთავარი. მინდა ყველას მოვუწოდო, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ მშობლიურ სკოლას დავუდგეთ გვერდით, არ დაგვავიწყდეს პედაგოგები, რომლებმაც ცოდნას გვაზიარეს, ის მერხი, სადაც ვისხედით და ჭერი, რომელიც გვფარავდა. რა საშუალებაც გვექნება, იმით უნდა დავეხმაროთ ჩვენს სკოლასა და სოფელს.“
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმენ საგანმანათლებრლო რესურსცენტრის უფროსი დავით კიკნაძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, სკოლის დირექტორი ნანა აბესაძე, ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე.
ნინო კაპანაძე
ჩემმა სადამრიგებლო კლასმა აქტიური მონაწილეობა მიიღო დედის დღისა და 8 მარტის სასკოლო ღონისძიებაში.
ჩემი კლასი აქტიურად ჩაერთო პროექტში ,,დავასუფთაოთ ბუნება ნაგვისაგან".
პროექტის ფარგლებში დაასუფთავეს სკოლის ეზო, დაბარეს და მოეწყო ყვავილნარი.
25 მარტს კი დავასუფთავეთ საკლასო ოთახი.
ჩემი მშრომელები on PhotoPeach
2014 წლის 15 მაისს მოვაწყვეთ ექსკურსია. რადგან სკოლა მცირეკონტიგენტიანია, ხშირად გვიხდება კლასების გაერთიანება და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა. პროექტი განხორციელდა 1-8 კლასების ჩათვლით. აქტიურად ჩაერთვნენ მშობლებიც.
ექსკურსიის მიზანი იყო შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობა. თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
დაიწყო ახალი 2014-2015სასწავლო წელი
| |
არდადეგების შემდგომ მოსწავლეების სასწავლო პროცესში ჩართვა საკმაოდ რთული პროცესია. ზოგიერთ მოსწავლეს, რომელსაც გასულ წელს სკოლაში პრობლემები ჰქონდა, ან მოსწავლეს, რომელსაც პრობლემები ჰქონდა არდადეგებზე, ახალი სასწავლო წლის დასაწყისში გამხნევება და გამოცოცხლება სჭირდება. ასევე, ყველა მოსწავლეს სჭირდება დადებითი განწყობილების შექმნა და მოტივაციის ამაღლება.
ყურადღებიანი და პროფესიონალი პედაგოგებისთვის პროფესორი მაურის ელიასი სამ აქტივობას წარმოგვიდგენს, რომლებიც დაგეხმარებათ, სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებს დადებითი განწყობა შეუქმნათ და სწავლაზე ორიენტირებული გახადოთ. I აქტივობა - ვინ ვარ მე? ინდივიდუალურობა და მიზანდასახულობა ახალი სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებს ძალების მობილიზებასა და პიროვნული რესურსების სწავლაზე ფოკუსირებაში ეხმარებით, რაც მათი წარმატების გარანტია. დაუსვით მოსწავლეებს ქვემოთ მოცემული კითხვები ინდივიდუალურად, შემდეგ ამუშავეთ ისინი წყვილებში, რათა კითხვებზე პასუხები ერთმანეთს გაუზიაონ. ასევე, შესაძლებელია დისკუსიის გამართვა პატარა ჯგუფებში და შემდეგ მოხალისე მოსწავლეს შეუძლია, რომ კითხვებზე პასუხი კლასის წინაშე გასცეს. თქვენ ასევე შეგიძლიათ, რომ გამოიყენოთ რაიმე კრეატიული ფორმა აზრთა გაზიარებისთვის. როგორიცაა გაზეთის შექმნა შეკითხვებზე პასუხების მიხედვით, ან დაწერინოთ სამი საუკეთესო პასუხი ყველა შეკითხვაზე. მაშ ასე, ეს კითხვებია: 1. რა მიქმნის მოტივაციას? 2. რა არის ჩემი საუკეთესო უნარები? 3. როგორ ახდენენ გავლენას ჩემი თანატოლები ჩემზე? 4. როდის და ვისთან ერთად ვიყავი ყველაზე კარგად? 5. ვისი დახმარების იმედი მაქვს? 6. რა და როგორ შემიძლია გავაკეთო რომ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო? II აქტივობა - ხმების დათვლა გაყავით საკლასო ოთახი სამ ზონად და თითოეულ ზონას მიანიჭეთ ქვემოთ მოცემული პასუხები. წაიკითხეთ წინადადებები და მოსწავლეებს რომლებიც იზიარებენ მოცემულ პასუხებიდან ერთს ოთახში შესაბამისი ზონა აირჩიონ. ეს ზონებია: ზუსტად ვეთანხმები ნაწილობრივ ვეთანხმები თითქმის არ ვეთანხმები პასუხები: 1.ვფიქრობდი, რომ სკოლა უაზრობა იყო. მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ სკოლა მნიშვნელოვანია და მე მჭირდება სწავლა წარმატების მისაღწევად. 2. მე ვიყავი ფიცხი ზოგიერთ სიტყუაციაში. მაგრამ ახლა მე ვარ უფრო მშვიდი და ჩემ სიფიცხეს მაშინ გამოვიყენებ, როცა უფრო სახიფათო სიტყუაცია იქნება. 3. ვფიქრობდი, რომ ცდა არაფერს ნიშნავდა. მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტჯერ ვცდი, მით მეტ წარმატებას მივაღწევ. 4. ვფიქროდი, გამეკეთებია ისეთი რამ, რაც სხვა მოსწავლეებში პოპულარულს გამხდიდა. მაგრამ ახლა ვფიქრობ, გავაკეთო ის, რაც მე მიმაჩნია სწორად. 5. ვფქირობდი, ისეთი რამ გამეკეთებინა, რაც გაკვეთილზე დროს გამაყვანინებდა. მაგრამ ახლა მსურს, რომ მეც ვიყო გაკვეთილის მსვლელობაში ჩართული. ამ აქტივობის შესრულებისას თქვენი სურვილისამებრ შესაძლებელია შეკითხვების დამატება. კითხვებზე სასურველი პასუხების გაცემის შემდეგ მოსწავლეები საკუთარ არჩევანს კლასს გაუზიარებენ. ეს არის ძალაინ კარგი საშუალება მოსწავლეებისათვის, რომ თანატოლების აზრების გაზიარებით დადებითი განწყობა შეიქმნან. ამ პროცესში მასწავლებელი მოსწავლეების გრძნობების შესახებ ინფორმაციას იღებს. სასურველია, რომ მოსწავლეებმა არჩევანი არ გააკეთონ იმ პასუხისკენ, რომელიც მასწავლებელს მოეწონება, არამედ ისე, როგორც თავად ფიქრობენ. (ამის შესახებ კი კლასს თავად პედაგოგი აფრთხილებს.) III აქტივობა - ჩანაწერების დღიური შეხედულებებისა და განწყობების შესახებ თქვენი სურვილის მიხედვით, როგორც დანართი, ან როგორც ახალი დავალება, შეგიძლიათ, რომ მოსწავლეებს სთხოვოთ გააკეთონ დღიური ჩანაწერებისთვის, სადაც ამ ფრაზებში წერტილებით გამოტოვებულ ველს თავიანთი შეხედულებისამებრ შეავსებენ. ეს ფრაზებია: მე ვიყავი დაჩვეული... მაგრამ ახლა მე ვარ... მე ვფიქრობდი... მაგრამ ახლა მე ვფიქრობ... მე ვაკეთებდი... მაგრამ ახლა მე ვაკეთებ... და ბოლოს, შეგიძლაით ამ აქტივობებს გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ დაუბრუნდეთ და შეამოწმოთ, რამდენად შეიცვალა თქვენი მოსწავლეების შეხედულებები დადებითად ან უარყოფითად. გისურვებთ წარმატებას! წყარო: edutopia | |
No comments:
Post a Comment